ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ გაშლილი ბატუტის შეფასებისას ქალაქის მერის, კახა კალაძის ძველი ციტატა გაიხსენა და განაცხადა, რომ "გამოქანება" ახლა არამხოლოდ ოპოზოციას შეუძლია.

"რა სიმბოლურია... აქ ზის აჩიკო თალაკვაძე, მდინარაძე, ვოლსკი. კალაძე ჩვენ კი გვეუბნება გამოექანონო, მაგრამ აბა გადმოიხედონ მდინარაძემ და ვოლსკიმ... შეუძლიათ იხტუნაონ აქ", — განუცხადა მან მთავარ არხს.

რამდენიმე თვის წინ ხაბეიშვილის ბრალდებების პასუხად კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის "მთაწმინდაზე გამოსაქანებელ ადგილს აფართოებდა". სწორედ ამას გამოეხმაურა დღეს დეპუტატი.

ახლა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამისა და დეკანოზის ძის საპროტესტო კარვების ნაცვლად ზვიგენის ბატუტი და ატრაქციონები დგას. ამას წინ უძღოდა ის, რომ თბილსერვისმა კარვები მანქანებით წაიღო და რუსთაველის გამზირი მორეცხა. პოლიციამ დააკავა 9 აქიტივისტი, რომელიც კარვების აშლას აპროტესტებდნენ.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.

გაიგეთ მეტი პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებაზე: