"სადაც შვილმკვდარი მამა ტირის, იქ ფული როგორ ვაკეთო" — რესპუბლიკის მოედანზე გარემოვაჭრეები აყარეს და პარლამენტთან გადასვლას სთხოვენ
მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლას სთხოვენ. გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა.
"იქ ჩვენ ვერ წავალთ, არ კი არა, ვერ წავალთ. მოვუსმინე ტელევიზორში, რომ კაცი ტირის და ამბობს არ მოხვიდეთ, ბავშვები არ მოიყვანოთო. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დგას და უყურებს პარლამენტის შენობას. მე იქ ბუშტს ვერ გავყიდი, მოვკვდები მშიერი და იმ პურის ფულს ბავშვს არ წავუღებ", — განაცხადა ფორმულასთან ინტერვიუში ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
გარემოვაჭრეების თქმით, მადლობელი არიან, რომ მერიამ დახლები გამოყო, თუმცა ურჩევნიათ ვაჭრობა მოედანზე გააგრძელონ.
"ახლა კარვები გადაყარეს, არავინ არ მიდის იმ ადგილზე. შვილმკვდარ მამას ტანსაცმელი რომ გადაუყარეს, იმ ადგილას როგორ დავდგე შვილო? იქ მე ფული ვაკეთო და ის კაცი გარეთ იდგეს? მე ამას ვერ გავაკეთებ", — განაცხადა ერთ-ერთმა ატირებულმა გარემოვაჭრემ.
31 დეკემბრის ღამეს მერიამ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და პატიმრობაში მყოფი დეკანოზ მამალაძის ძმის კარვები აშალა და პარლამენტის წინზვიგენის გასაბერი ბატუტი დადგა. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა.
მეორე დღესვე მერიამ ეს ბატუტი ვიზუალის გამო დაიწუნა, ჩაფუშა და მის ნაცვლად სხვა ატრაქციონები დადგა. ახალი წლის ღამეს მაჩალიკაშვილი, აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მომხდარი გააპროტესტეს. ატრაქციონები, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი პოლიციას ჰქონდა შემოსაზღვრული ჯებირებითა და მანქანებით. დახლები კი, რომლებიც საახალწლო პროდუქციისთვის იყო განკუთვნილი, ცარიელი იდგა.
თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთაველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები