Netflix-მა 2019 წლის ყველაზე პოპულარული სერიალები დაასახელა
ბოლო რამდენიმე წელია სატელევიზიო შოუებსა და ტრიმინგ-სერვისებს აყვავების პერიოდი უდგათ: აქამდე კარგად ცნობილი კომპანიების გვერდით სრულიად ახალი პლატფორმები გაჩნდა, რომლებიც ღირსეული კონკურენციის გაწევას აპირებენ: იქნება ეს Hulu, Disney+ თუ Amazon Prime Video.
მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნეტფლიქსი, რომელმაც მთელს მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც მრავალი მომხმარებელი შეიძინა. ნეტფლიქსის პოპულარობას ისიც ადასტურებს, რომ წლევანდელ ოქროს გლობუსზე ყველაზე მეტი ნომინაცია სწორედ ამ კომპანიის მიერ წარმოებულმა პროდუქციამ მიიღო: 25 ნომინაციიდან 17 ნომინაციაში ნეტფლიქსის ფილმები თუ სერიალებია წარდგენილი და მათ შორის ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე ლიდერებიც სწორედ ნეტფლიქსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ტრადიციულად კომპანიამ ერთგული მაყურებლები 2019 წელსაც მრავალფეროვანი სატელევიზიო შოუების არჩევანით გაანებივრა: იქნება ეს მხატვრული თუ დოკუმენტური ხასიათის სერიალები. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რომელ სერიალებს უყურებდა ყველაზე მეტი მაყურებელი გასულ წელს.
ნეტფლიქსის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- Stranger Things 3
- The Witcher
- The Umbrella Academy
- Dead to Me
- You: Season 2
- When They See Us
- Unbelievable
- Sex Education
- 13 Reasons Why: Season 3
- Raising Dion
გასაკვირი არ არის, რომ ნეტფლიქსის პლატფორმაზე განსაკუთრებული პოპულარობით ფენტეზისა თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის შოუები სარგებლობს: თანამედროვე ეპოქაში სწორედ ამ ჟანრების ბუმია.
Stranger Things უკვე წლებია არა მხოლოდ ნეტფლიქსის, არამედ მთელ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომლის ყოველი ახალი სეზონის გამოსვლას მილიონობით მაყურებელი ელოდება.
ამ ლამის უკვე საკულტოდ ქცეულ სატელევიზიო შოუს პოპულარობით მოსდევს ეკრანებზე სულ ახლახანს გამოჩენილი The Witcher, რომლის პრემიერაც წლის მიწურულს, 20 დეკემბერს შედგა, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც მოახერხა ლიდერთა სიაში ღირსეული ადგილი დაეკავებინა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში მეტ-ნაკლებად გასართობი ხასიათის პროექტების გვერდით მოხვდა ისეთი დრამატული სერიალებიც, როგორებიცაა When They See Us და Unbelievable, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები