მეუფე იაკობის გამოხტომა იყო დაკვეთა, რათა გადაეფარათ სხდომა, რომელსაც უსამართლოდ უნდა დავესაჯე — პეტრე
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე პეტრეს განცხადებები პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დაკვეთა იყო, რათა მისი "დასჯა გადაეფარათ". ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.
"ეს არაფხიზელ მდგომარეობაში გამოხტომა იყო დავალება, დაკვეთა, რათა გადაეფარათ სინოდის სხდომა, რომელსაც უკანონოდ და უსამართლოდ უნდა დაესაჯა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე. აქ იყო აქცენტის გადადტანა. ეს გამოხტომა ემსახურებოდა იმას, რომ პოლიტიკურ სპექტრს დაეწყო სპეკულირება, რომ, აი, ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება", — აცხადებს პეტრე.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ პატრიარქის გადაყენების თეორია მოგონილია და მორიგი ცილისწამებაა.
"ეს არის ადამიანი, რომელმაც უკვე სასამართლო ინსტანცია წააგო თავისი ცილისმწამებლური განცხადებების გამო და დღემდე პასუხი არ უგია. ეს ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს", — აცხადებს მეუფე პეტრე.
2019 წლის 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც, მისივე განცხადებით, "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: ვახტანგ გომელაური, გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილი.
აღნიშნული ბრალდებები უარყვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
თავისი განცხადებების შემდეგ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. გარდა ამისა, მან საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.
31 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მღვდელსახურების უფლება შეუჩერეს მეუფე პეტრეს. სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ილია მეორემ ის ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი". მეუფემ განმარტა, რას ნიშნავს სიტყვა "პიდარასტია" და პატრიარქი "ჭაბუკების გახრწნაში" დაადანაშაულა.
სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის განცხადებებიც განიხილეს. საპატრიარქოს თქმით, მეუფე იაკობმა საქციელი მოინანია და სინოდმა მას ტიტული შეუნარჩუნა და გაფრთხილება გამოუცხადა.
მაშინ ჭყონდისის მიტროპოლიტი არ გამორიცხავდა, რომ მის მიმართ "სანქცია" მეუფე იაკობის "გამოხტომის" გადასაფარად გაატარეს.
მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები