ელენ დეჯენერესს ოქროს გლობუსზე საპატიო ჯილდო გადასცეს
რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესში გამართულ ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოებაზე ცნობილ ტელეწამყვანს, ელენ დეჯენერსს კეროლ ბარნეტის სახელობის საპატიო ჯილდო გადასცეს.
ეს ჯილდო თავდაპირველად 2019 წელს გაიცა და პირველად ის სწორედ თავად ცნობილ მსახიობს, კომიკოსსა და პროდიუსერს, კეროლ ბარნეტს გადაეცა. ელენ დეჯენერესი მეორე ადამიანია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.
პრიზის აღებისას ტელეწამყვანმა განაცხადა:
"ტელევიზიამ შთამაგონა ყველაფერი ის, რასაც დღეს წარმოვადგენ. მხოლოდ ის მინდა, რომ ადამიანების გაცინება შევძლო და დავეხმარო თავი უკეთ იგრძნონ, რადგან იმაზე უკეთესი გრძნობა არაფერი, როცა გეუბნებიან, რომ რთული დროის გადატანაში დაეხმარე".
გავლენიანი ტელეწამყვანისათვის საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით უცხოური პრესის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლორენცო სორიამ მასზე ისაუბრა:
"სატელევიზიო წარმატებასთან ერთად, ის არის ფილანტროპი და სხვათა უფლებების დამცველი, რომელიც იმ ადამიანთა ხმებს აჟღერებს, ვისიც მანამდე არ გვესმოდა და თავის პლატფორმის საშუალებით მუდამ სიკეთესა და სიხარულს ავრცელებს".
ელენ დეჯენერესმა კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და ცნობილი ABC-ის სერიალ Ellen-ში შესრულებული როლით გახდა. ის საყოველთაო ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როცა 1997 წელს ერთ-ერთ სერიაში მისმა პერსონაჟმა გააცნობიერა, რომ ლესბოსელია და საჯარო ქამინგ აუთი გააკეთა.
დეჯენერესი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა, რომლის საავტორო გადაცემა The Ellen DeGeneres Show უკვე 17 სეზონია გადის. გადაცემა სხვადასხვა დროს Daytime Emmy-ის გამარჯვებული 11-ჯერ გახდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები