პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 6 იანვარს საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დეკანოზ მამალაძის შეყწალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა თითქმის ორი წლის შემდეგ, ოქტომბერში მიმართა. იმის გამო, რომ რამდენი თვით ადრე პრეზიდენტის მიერ შეყწალებულთა სიაში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულების მოხვედრას ხმაური მოჰყვა, პრეზიდენტმა შეწყალების დახვეწის ინიაციატივა გამოთქვა და 18 სექტემბერს შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. თითქმის ოთხთვიანი მორატორიუმის შემდეგ კი დეკემრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი მსჯვარდებულებს საშობაოდ შეიწყალებდა.

გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მის ძმას, თორნიკეს მამალაძეს სექტემბრიდან პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.