სტრიპტიზის მოცეკვავე, რომლის შესახებაც Hustlers გადაიღეს, $40 მილიონს ითხოვს
სამანტა ბარბეში, რომლის შთაგონებითაც შეიქმნა 2019 წელს გამოსულ ფილმ Hustlers-ში ჯენიფერ ლოპესის პერსონაჟი, ფილმის დისტრიბუტორ კომპანია STXfilms-სა და პროდიუსერებს სასამართლოში უჩივის.
მისი აზრით, ფილმის შემქმნელებმა მისი პროტოტიპი უკანონოდ გამოიყენეს ფილმში და თანაც არასწორი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს, რის გამოც ზიანის ასანაზღაურებლად 40 მილიონ დოლარს ითხოვს.
Hustlers რეჟისორ ლორენ სკაფარიას კომედიური ჟანრის კრიმინალური ფილმია, რომელიც New York Magazine-ში 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით გადაიღეს. სტატიაც და ფილმიც სტრიპტიზის მოცეკვავე ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ კლიენტებს სხვადასხვა საშუალებით ძარცვავდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით სამანტა ბარბეშმა ხუთწლიანი პირობითი სასჯელი მოიხადა — დანაშაულებრივი შეთქმულების, ფიზიკური შეურაცხყოფისა და დიდი რაოდენობის თანხის მოპარვის გამო.
ბარბეშის განცხადებით, ფილმზე მუშაობისას მას პროდიუსერები დაუკავშირდნენ და მისგან უფლებების ყიდვა შესთავაზეს, თუმცა ის ამ შეთავაზებას არ დათანხმდა, რადგან სანაცვლოდ მეტისმეტად უმნიშვნელო თანხის გადახდას ჰპირდებოდნენ.
სამანტა ბარბეშის ადვოკატმა ჟურნალ Rolling Stone-ს განუცხადა, რომ მისი კლიენტი "თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან ფილმის შემქმნელებმა მისი პიროვნება $150 მილიონის გამოსამუშავებლად გამოიყენეს და მისგან უფლებების ყიდვას მანამდე მხოლოდ $6 000-ის სანაცვლოდ ცდილობდნენ".
ფილმის დისტრიბუტორ კომპანია STXfilms-ის განცხადებით კი, ისინი საჭიროების შემთხვევაში დაიცავენ თავიანთ უფლებას, რომ "გადმოსცენ ის ისტორიები, რომლებიც საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა".
აღსანიშნავია, რომ ფილმ Hustlers-ში სამანტა ბარბეშის პროტოტიპის შესრულებისთვის მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ოქროს გლობუსზე ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში იყო წარდგენილი.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
კომენტარები