ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის აშენებას რუსეთიდან მომავალი საფრთხეები ახლავს. მისი თქმით, ის, ვინც სწორად ვერ აფასებს რუსეთის საფრთხეებს, "სწორი პოლიტიკოსი" არაა.

"ყველას ჰგონია ხოლმე, რომ მისი არჩევა მხოლოდ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ცოდვის, ძალადობის გამო მოხდა. მეორე მთავარი მოთხოვნა იყო 2008 წლის არგამეორება.

თუ მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მან უთხრა, რომ ეს პროექტი რაღაც საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ანუ მამუკა ხაზარაძე ჩვენ რას გვეუბნება, რომ ეს სფართხეები არ არსებობს? თუ გვეუბნება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ საფრთხეებს ვერ მოაგვარებს და მოაგვარებს თვითონ? რუსული საფრთხეების იგნორირება ეს არის ნაციონალური მოძრაობის. რუსეთის საფრთხეების სწორად არ შეფასება თუ როგორ დაუჯდება ქვეყანას, ვინც ამაზე არ ფიქრობს ის არ არის სწორი პოლიტიკოსი", — განაცხადა რომან კაკულიამ TV პირველის ეთერში.