მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყვიტა — ვინ რა თქვა
დღეს, 9 იანვრის მთავრობის სხდომის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ შემდგომ გადავადებას პროექტზე დადებითი შედეგი არ ექნებოდა და მთავრობა ახალ პარტნიორს მოძებნის.
მინისტრმა იქვე განმარტა, რომ პორტს ეკონომიკურთან ერთად უსაფრთხოების განზომილებაც აქვს, ამიტომ გამორიცხულია საქართველოს მთავრობას ჰყავდეს ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან.
ოპოზიცია ხელისუფლებას საპირისპირო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესების გამო შეჩერდა. ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის ეს პროექტი არ უნდოდა რუსული ინტერესებია.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების პოზიციების გამყარებას ცდილობდნენ, ოპოზიცია კი ამ ნაბიჯს აკრიტიკებდა და რუსეთის ინტერესების გატარებას უკავშირებდა. რუსეთთან კავშირი ოპოზიციის გარდა მმართველი პარტიის წევრმა, რომან კაკულიამაც დაიანხა. თუმცა ეს ნაბიჯი მან ქვეყნის სასიკეთო ქმედებად მიიჩნია.
გია ვოლსკი — ქართული ოცნება
"4 წლის განმვალობაში რამდენჯერ გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება, შეეცვალა პირობები და არავის არ უფიქრია ხელშეკრულების შეწყვეტაზე და რატომ მოხდა ესე, რა განსაკუთრებული დამსახურება აქვს კონსორციუმს, რომელმაც პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო. საკმაოდ დიდი თანხა იქნა სახელმწიფოს მიერ დახარჯული და საქმის ნაცვლად პრაქტიკულად ამ სანაპიროზე ლელოს პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზა".
რომან კაკულია — ქართული ოცნება
"[ხელისუფლება] ხაზარაძეს იმიტომ დაეტაკა, რომ მან ვერ გააკეთა საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი ორიენტირი; ან მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს მისი პრობლემაა. მე გეუბნებით, ამ ნარატივში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსული პროექტი, თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ მხარეს, ეს არის რუსული პოლიტიკის თავიდან აცილების პოლიტიკა".
თინა ბოკუჩავა — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც შეეძლო ფუნდამენტურად ტრანსფორმირება საქართველოს როლის რეგიონში და უდიდესი სიკეთის მოტანა საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი პრობლემა პუტინისთვის და სწორედ ამიტომ, პუტინის დავალებით, კლავს ამ პროექტს ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, მოგონილია ის აბსურდი თითქოსდა დროულად არ შეასრულა ვალდებულებები ხაზარაძემ".
სერგი კაპანაძე — ევროპული საქართველო
"[ანაკლიის პორტი] იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ამით ჩვენი უსაფრთხოება იზრდება. მაშინ იგივე ნატოზე გავავრცელოთ, რა განსხვავებაა. ჩვენი ნატოში ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს და ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და ვთქვათ უარი. იგივე ლოგიკაა. რა განსხვავებაა ამ ორ ლოგიკას შორის? ბატონი რომანის გამოსვლა თვალებისამხელი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის".
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ პროექტზე ერთობლივი მუშაობა 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის პორტი 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა გაშლილიყო და 32 ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. ისინი კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში. კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.
მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კონსორციუმი აპირებს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოში იდავოს.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები