ნუ წამოეგებით პროპაგანდას სოლეიმანისთვის გლოვაზე, წერს ირანელი ჟურნალისტი
მასიჰ ალინეჯადი, ირანელი ჟურნალისტი, მწერალი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი, ოფიციალური ირანის მხრიდან სოლეიმანისთვის გლოვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პროპაგანდას უწოდებს და გენერლის მიერ დატოვებულ სასტიკ მემკვიდრეობაზე The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გვიყვება.
გასული დღეების განმავლობში მასობრივად ვრცელდებოდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გლოვობს ირანის ქალაქებში შეკრებილი ხალხი ყასემ სოლეიმანს, ამერიკული დრონით მოკლულ ირანელ გენერალს. ამ კადრების შემყურეთათვის ერთი რჩევა მექნება: ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც ხედავთ.
როცა გასული წლის ნოემბერში რეჟიმის გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ირანელი გამოვიდა, ეს იმ კლერიკული მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, რომელიც უკვე 40 წელია, ქვეყანას სათავეში უდგას. საინფორმაციო სააგენტოს, როიტერის მიხედვით, თავდაცვის ძალებმა, მათ შორის სოლეიმანის რევოლუციურმა გვარდიამ, სულ ცოტა 7 ათასი დემონსტრანტი დააპატიმრა, 1500 ადამიანზე მეტი კი მოკლა. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი ხუთი დღის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. თეირანს თავისი ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, მეტიც იყოს.
მომიტინგეები სოლეიმანის საგარეო საქმიანობასაც აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, რომ ირანი არ ჩარეულიყო სირიის საქმეებში და არ დაეჭირა მხარი ჰეზბოლასთვის. მსგავსი დამოუმორჩილებლობა ერთგვარი შოკი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, რომელიც სოლეიმანს უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის შვილობილად წარმოაჩენს.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის მქონე ადამიანები შეშფოთებულნი არიან ომის საშიშროებით. არავის უნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაბომბოს ირანის კულტურული და ისტორიული ღირშესანიშნაობები, როგორც ეს მან ტვიტერზე მუქარით განაცხადა.
მაგრამ რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ დროშებით ხელმომარჯვებულ, მგლოვიარე ხალხს, რომელთაც ეკრანებზე ვხედავდით? სოლეიმანს უდავოდ უჭერდნენ მხარს ექსტრემისტები და რეჟიმის მომხრეები. თუმცა ხელისუფლების ლიდერები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათდამი მხარდაჭერა გაზვიადებულად წარმოაჩინონ. ირანის ქალაქ აჰვაზში, სადაც სოლეიმანს საჯაროდ ხალხის დიდი რაოდენობა გლოვობდა, მთავრობა სტუდენტებსა და თანამდებობის პირებს გარეთ გამოსვლას აიძულებდა. ხელისუფლებამ ხალხი უფასო ტრანსპორტით უზრუნველყო და მაღაზიების დახურვის ბრძანება გასცა. იმ ვიდეოების მიხედვით, რომლებიც ირანში მცხოვრებთაგან მივიღე, ისინი ბავშვებს მოკლული გენერლის საქები ესეების წერას აიძულებდნენ. პირველკლასელებს კი, რადგანაც წერა არ შეეძლოთ, სოლეიმანის დატირებისკენ მოუწოდებდნენ.
ზოგიერთმა ირანელმა სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონია ნაცისტური მოძრაობის ლიდერის, პრაღელი ჯალათის სახელით ცნობილი რაინჰარდ ჰაიდრიხის დაკრძალვას შეადარა. ეს უკანასკნელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ანტიჰიტლერული კოალიციის აგენტებმა მოკლეს.
სოლეიმანი არ იყო კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელე. 1999 წელს ის რევოლუციური გვარდიის იმ ლიდერთა შორის გახლდათ, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ მაშინდელ პრეზიდენტს, მოჰამედ ხათამის, სტუდენტური აქცია დაერბია. ახლანდელმა უზენაესმა ლიდერმა, ხამენეიმ, სოლეიმანი სირიის ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის თავგამოდებული დაცვისთვის შეაქო. ასადს საკუთარი ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქე ჰყავს მოკლული.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მედია მკაცრად კონტროლდება. სახალხო გამოსვლები დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ მათ რეჟიმის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. კრიტიკოსებს კი აპატიმრებენ ან ხვრეტენ (მეც კი, რომელიც საზღვარგარეთ ვცხოვრობ, სოლეიმანის მკვლელობის გაშუქების გამო ირანის ნაციონალური ტელევიზის ეთერიდან სიკვდილით დამემუქრენ). ასე რომ, დაკრძალვის ორგანიზებისთვის და გლოვის სცენების დადგმისთვის სამთავრობო რესურების გამოყენება მთავრობისთვის რთული არაა.
მე ოთხ მილიონზე მეტი მიმდევარი მყავს სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ირანის ისეთი ქალაქებიდან, როგორებიცაა შირაზი, ისპაანი, თეირანი და აჰვაზიც კი, ადგილობრივებისგან ათასობით წერილი, ხმიანი შეტყობინება თუ ვიდეო მაქვს მიღებული, საიდანაც ჩანს, რომ მათ სოლეიმანის სიკვდილი უხარიათ. ზოგი კი ჩივის, რომ სახალხო სამგლოვიარო გამოსვლებზე დასწრებას აიძულებენ.
ბევრი ირანელი არ ერიდება იმის ხმამაღლა თქმას, რომ სოლეიმანი სამხედრო კრიმინალი იყო. სამწუხაროდ, დასავლური მედია მათ იშვიათად ეხმიანება. ირონიულია, რომ იგივე დასავლური მედია, მაგალითად, რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მოვლენებისადმი აშკარად სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ როცა საქმე ისლამურ რესპუბლიკამდე მიდის, მსგავსი კრიტიკული პოზიცია სადღაც ქრება. მართალია, დასავლელ კორესპონდენტებს ირანში სარისკო პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ ეს სულაც არაა გამამართლებელი არგუმენტი, როცა საქმე სიმართლის გაშუქებას ეხება. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა დასავლური მედია მოვლენების ოფიციალურ ვერსიებს გულუბრყვილოდ ენდო.
თუნდაც გავიხსენოთ სტატიები, სადაც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ირანელები პრეზიდენტ ტრამპის სანქციების წინააღმდეგ გაერთიანდებოდნენ. იგივე ანალიტიკოსები, რომელთაც გამორჩათ ნოემბრის პროტესტები, ახლაც წინასწარმეტყველებენ, რომ ირანელები სოლეიმანის მოკვლის გასაპროტესტებლად ეროვნული დროშებით ხელში გამოვლენ ქუჩებში.
მსგავსი მიდგომა საოცრად აკნინებს იმ სიბრაზესა და სიმწარეს, რაც საზოგადოებაში ზემოთხსენებულმა დარბევამ გამოიწვა. ხელისუფლება ოჯახებს ფულის გადახდას აიძულებდა, რათა მორგიდან ახლობლების გამოყვანის უფლება მიეღოთ. ზოგს ისეთი ოფიციალური საბუთებისთვის ხელის მოწერაც კი მოუწია, რომლის მიხედვითაც, ცხედრის მიღებას იმ პირობით შეძლებდნენ, თუ მოკლულის საჯარო დაკრძალვას არ გამართავდნენ.
24 დეკემბერს აქციების დროს მოკლული 27 წლის ინჟინრის, ფუია ბახტიარის მშობლები და ოჯახის სხვა ცხრა წევრი დააპატიმრეს, რათა დაკრძალვის ცერემონიალის გამართვის შესაძლებლობა არ მისცემოდათ. ამ შემთხვევიდან ორი დღის თავზე კი ათასობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული ჯავშანტექნიკით, წყლის ჭავლითა და თვითმფრინავებითაც კი, რათა მსხვერპლთა გლოვის ცერემონიები შეეჩერებინათ.
ამ მოკლული ხალხის ოჯახები არ გლოვობენ სოლეიმანს. 2009 წელს რევოლუციურმა გვარდიამ საეჭვო პირობებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ გამართული ეგრეთ წოდებული მწვანეთა მოძრაობის აქცია დაარბია. 2009, 2017 და 2019 წლებში მოკლულთა დედები ახლა სოლეიმანის სიკვდილს ზეიმობენ. საიდან ვიცი ამის შესახებ? იქიდან, რომ მათგანვე მაქვს მიღებული ვიდეოები, სადაც ისინი გლოვის სანაცვლოდ კამერების წინ ცეკვავენ ან ნამცხვრებსა და ტკბილეულსაც კი არიგებენ.
მეც და მრავალი სხვაც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ირანში რეპრესიული რეჟიმი დასუსტებულია და რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ პროტესტს ვიხილავთ. როგორც დრომ აჩვენა, ჩვენ არ ვცდებოდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნუ მოტყუვდებით. ირანში რეჟიმის საწინააღმდეგო კიდევ ბევრი პროტესტია მოსალოდნელი.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები