კანის ფესტივალს ჟიურის შავკანიანი თავმჯდომარე წელს პირველად ეყოლება
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გავლენიანი ამერიკელი რეჟისორი, სპაიკ ლი კანის კინოფესტივალის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის თავმჯდომარე იქნება და ამით ისტორიაში პირველი შავკანიანი ხელოვანი გახდება, რომელიც 73-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს.
ფესტივალის წესდების თანახმად, ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცლება — 2019 წელს მას მექსიკელი რეჟისორი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა.
62 წლის ამერიკელ კინოხელოვანს კანის ფესტივალთან დიდხნიანი ისტორია აკავშირებს: მისი ისეთი ფილმები, როგორებიცაა She’s Gotta Have It და Do the Right Thing ჯერ კიდევ 80-იან წლებში აჩვენეს ფესტივალის ფარგლებში.
სპაიკ ლის ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი BlacKkKlansman ასევე 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა და იმ წლის ჟიურიმ, რომელსაც ქეით ბლანშეტი ხელმძღვანელობდა, ფილმს გრან-პრი გადასცა.
"როცა დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ კანის 2020 წლის დაჯილდოების ჟიურის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, ერთდროულად გავოგნდი, გამიხარდა, გავოცდი და სიამაყით ავივსე", — განაცხადა სპაიკ ლიმ.
რეჟისორის განცხადებით, მისთვის ამ ფესტივალს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს: "კანის ფესტივალმა ჩემსა და ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. მარტივად შეგიძლიათ თქვათ, რომ კანის ფესტივალმა განსაზღვრა ჩემი ადგილი კინოში".
კანის ფესტივალზე წელს სპაიკ ლის კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდოსაც გადასცემენ.
ჟიურის დანარჩენი წევრების ვინაობა გაზაფხულის დასაწყისში გახდება ცნობილი, თავად ფესტივალი კი 13-23 მაისს გაიმართება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები