საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამჭვირვალე არჩევნებს — ISFED
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.
ISFED წერს, რომ კანონპროექტი პარლამენტში ცესკომ და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით დაარეგისტრირა. მათი თქმით, ინიცირებული ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს არჩევნების შედეგების დროულად გამოცხადებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს.
"შემოთავაზებული ცვლილებების პრობლემური ნაწილი სრულიად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარსულში პოზიტიურად შეფასებულ რეფორმას და საარჩევნო პროცედურებს, რაც განაპირობებს არჩევნებში შედეგების დროულად გამოქვეყნებას და შესაბამისად, არჩევნების დაცვას მანიპულაციებისა და გაყალბებისგან", — წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ყურადღებას რამდენიმე ცვლილებაზე ამახვილებს:
- საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გაიგზავნება
ISFED-ის აზრით, ეს გამორიცხავს არჩევნების შედეგების დროულ ხელმისაწვდომობას, საოლქო საარჩევნო კომისიის სახით ქმნის დამატებით ბარიერს და შედეგების საჯაროობის თვალსაზრისით წარმოადგენს არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეს. მათი თქმით, ამ ცვლილების შესახებ არაფერი წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, შესაბამისად, უცნობია რა მოტივი და მიზეზი ამოძრავებს ცესკოს.
- ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა არა სრულ საარჩევნო პერიოდზე, არამედ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით პერიოდს მოიცავს
არასამთავრობოს თქმით, ამ ცვლილების შესაბამისად, მეორე ტურის შემთხვევაში, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული აკრძალვა ვეღარ გავრცელდება პირველი ტურის კენჭისყრის დღესა და არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნამდე შორის პერიოდზე, სადაც კანდიდატების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის რისკები მაღალია. მათ მაგალითად მოჰყავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, "600 000 ამომრჩევლისთვის ე.წ. ვალების განულების ინიციატივა, სწორედ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში განხორციელდა".
- იკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა
ISFED ამბობს, რომ აღნიშნული შეზღუდვის მიზანი ბუნდოვანია და შეიცავს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა მობილიზების პროცესში ხელის შეშლის რისკებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში შეზღუდვის მიზანი დასაბუთებული არ არის.
ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტსა და ცესკოს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივები განიხილოს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ასევე, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გააუარესებს საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობის სტანდარტებს, შეამცირებს ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და გაზრდის არჩევნების შედეგებით მანიპულაციის რისკებს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები