ტროიანები, ანუ ასტეროიდები, რომლებიც იუპიტერს ორბიტაზე დაჰყვებიან, შესაძლოა, დაგვეხმარონ მზის სისტემის ფორმირების საიდუმლოებების ამოხსნაში, რადგან ისინი ერთგვარ დროის კაფსულას წარმოადგენენ იმ პერიოდიდან, როდესაც მზის სისტემა ჯერ არც არსებობდა.

ეს ასტეროიდები მზის გარშემო ორ ჯგუფად ბრუნავენ. ერთი ჯგუფი იუპიტერს წინ უსწრებს, მეორე კი პლანეტას უკან მიჰყვება. ისინი მზის სისტემის ისტორიის გასაშიფრად მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავენ.

ფოტო: Astronomical Institute of CAS/Petr Scheirich

LUCY პირველი კოსმოსური მისია იქნება, რომელიც მათ გამოიკვლევს. მისია მზის სისტემის ფორმირებისა და პლანეტების წარმოშობაზე ჩვენს ცოდნას მნიშვნელოვნად შეცვლის.

ფოტო: Roen Kelly

ხომალდი 2021 წლის ოქტომბერში გაეშვება და 12 წლის განმავლობაში ექვს ასეთ ასტეროიდს ესტუმრება. LUCY-ს კომპლექსური მოგზაურობა საშუალებას მოგვცემს ასტეროიდების ჯგუფებში არსებულ სამ ძირითად — C, P და D ტიპს ახლოდან დავაკვირდეთ.

მუქი წითელი შეფერილობის, P და D ტიპის ტროიანები კუიპერის სარტყელის ყინულოვან ობიექტებს ჰგვანან, რომელთა ორბიტა ნეპტუნსაც სცდება. C ტიპი ძირითადად ასტეროიდების მთავარი სარტყელის გარეთ გვხვდება, მარსსა და იუპიტერს შორის.

LUCY-ს აღმოჩენები პლანეტების ფორმირების პროცესის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება.