ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსეთში მთავრობა გადადგა
პრეზიდენტის უფლებამოსილების დუმისთვის გადანაწილებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსეთში მთავრობა გადადგა. ეს გადაწყვეტილება აწ უკვე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა, დიმიტრი მედვედევმა პუტინთან შეხვედრისას მიიღო და განაცხადა, რომ ახალი იდეის ფონზე ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
"ცხადია, რომ ჩვენ, როგორც რუსეთის ფედერაციამ უნდა მივცეთ შანსი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება", — განაცხადა მედვედევმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე პუტინმა დღეს, 15 იანვარს ფედერალური კრებაზე მიმართვის დროს ისაუბრა. მისი ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები დუმამ უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი ამტკიცებს.
პუტინი ამბობს, რომ ცვლილების შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება არ ექნება უარყოს კანდიდატურა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამავე დროს კი, იტოვებს უფლებას, რომ ნდობის დაკარგვის ან არასათანადოდ მუშაობის შემთხვევაში მთავრობის რომელიმე წევრი გადააყენოს.
ამასთანავე პუტინმა დაამატა, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალებითა და ძალოვანი უწყებების მართვის უფლება უნდა დარჩეს.
უფლებამოსილების გადანაწილების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი აზრით, კონსტიტუციის იმ მუხლში, სადაც ზედიზედ ორჯერ საპრეზიდენტო პოსტის დაკავების შემდეგ პრეზიდენტობა იკრძალება, სიტყვა "ზედიზედ" უნდა ამოიღონ.
პუტინი ამბობდა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2000 წლიდან უკავია. 2008-2012 წლებში ის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი ისევ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. 2018 წლის არჩევნებით ის ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეოთხე ვადით ისევ პრეზიდენტი გახდა. რუსეთის ამჟამინდელი კონსტიტუციით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მას კანდიდატურის დაყენების უფლება არ აქვს.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები