Mindhunter-ის მსახიობებს კონტრაქტი შეუწყვიტეს — რა ბედი ელის სერიალს
2019 წლის 16 აგვისტოს ნეტფლიქსზე სერიალ Mindhunter-ის მეორე სეზონის პრემიერა შედგა და მას შემდეგ ფანები მუდმივად ელოდებიან ოფიციალურ ცნობას იმის შესახებ, თუ რას აპირებს კომპანია სერიალის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო შოუს მსახიობებს — ჯონათან გროფს, ჰოლტ მაკკელენისა და ანა ტორვის კონტრაქტი შეუწყვიტეს. შოუს გაუქმებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა ფანები შიშობენ, რომ ეს ფაქტი სწორედ ამას მიუთითებს.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა ნეტფლიქსის წარმომადგენელმა, რომლის თანახმადაც კომპანიას ეს სატელევიზიო პროექტი არ დაუხურავს:
"დევიდ ფინჩერი (სერიალის მთავარი პროდიუსერი) ამჟამად მისი და ნეტფლიქსის თანამშრომლობის პირველი ფილმის, Mank-ის გადაღებაზეა ორიენტირებული და ამავდროულად სერიალ Love, Death and Robots-ის მეორე სეზონზე მუშაობს. მან შესაძლოა განაახლოს მომავალში Mindhunter-ზე მუშაობა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში სამართლიანი არ იქნებოდა მსახიობები დაგვეყოვნებინა და სხვა პროექტებში მათი მონაწილეობა შეგვეზღუდა", — განაცხადა ნეტფლიქსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
Mindhunter-ის პრემიერა 2017 წელს შედგა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდ გადაიქცა. სერიალი ნამდვილ ამბებზე დაფუძნებით დაწერილი წიგნის — Mindhunter: Inside the FBI’s Elite Serial Crime Unit-ის მიხედვით გადაიღეს და ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელების შესახებ მოგვითხრობს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შოუს პირველ და მეორე სეზონებს შორის ორწლიანი შუალედი იყო, სულაც არაა გამორიცხული, რომ მესამე სეზონი ერთგული მაყურებლებისთვის ცოტა გვიან, მაგრამ მაინც ვიხილოთ.
თანაც გასული წლის ნოემბერში მთავარი როლის შემსრულებელმა, ჯონათან გროფმა განაცხადა, რომ სერიალის გაგრძელებაში დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას:
"ჩვენ მზად ვართ: როცა არ უნდა დაგვიძახონ, მზად ვართ მასში მონაწილეობა მივიღოთ".
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები