ილიას უნივერსიტეტში დონელა მედოუსის წიგნის, "სისტემებით აზროვნება — საწყისები" პრეზენტაცია გაიმართა
"ჭიანჭველების კოლონია ისევეა მოწყობილი, როგორც მონათმფლობელური სახელმწიფო", — ამ მაგალითით დაიწყო დონელა მედოუსის წიგნის, სისტემებით აზროვნება — საწყისების თარგმანის პრეზენტაცია სამეცნიერო რედაქტორმა მურმან მარგველაშვილმა, 17 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
წიგნი აღწერს ჩვენ გარშემო მოქმედი ფიზიკური, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელ სტრუქტურებს და მარტივ უკუკავშირებს, რაც სისტემების კომპლექსურ და ხშირად მოულოდნელ ქცევას განაპირობებს. ის გვეხმარება, მოვლენებს მიღმა დავინახოთ ქცევები; ქცევებს მიღმა კი —მათი განმაპირობებელი სტრუქტურები.
თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და მაგალითებით, გამოცემა ეხმაურება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების არაერთ აქტუალურ საკითხს. ის საყურადღებოა მკითხველთა ფართო წრისათვის სამეცნიერო-აკადემიური, საჯარო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორებიდან.
ეს არის პოპულარული შესავალი სისტემებით აზროვნებისა და დინამიკის თანამედროვე მიმართულებაში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მდგრადი განვითარების, კლიმატური თუ სხვა გლობალური პრობლემების კვლევებში და დაგეგმვაში.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, წიგნი გამოადგება ყველას, რადგან ის მოიცავს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო და ჩვენ შიგნით ხდება. დონელა მედოუსის ბესტსელერი დაფიქრების, აზროვნების, განვითარების საშუალება უფროა, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის წყარო.
გამოცემა #1 ბესტსელერია ამაზონზე ბიზნესის მიმართულებით და სახელმძღვანელოდ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტში. წიგნი ითარგმნა და გამოიცა ილიას უნივერსიტეტისა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ერთობლივი ძალისხმევით.
წიგნის ქართულად გაცოცხლებისთვის, ასევე, მუშაობდა ნინო ბარძიმიშვილი. მისი თქმით, "წიგნი სასიამოვნო სათარგმნი, ცხადი და მკაფიო იყო. რაც შეეხება წიგნის შინაარსს და მნიშვნელობას, ეს არის ერთ-ერთი დისციპლინა, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლის დონეზე. შეუძლებელია რაღაცაზე ზემოქმედება მხოლოდ მისი ერთი ელემენტის ცოდნით და თუ გვინდა, რაიმე შევცვალოთ, რაღაც მიზანს მივაღწიოთ, ამისთვის ეს დისციპლინა აუცილებელია".
პრეზენტაციაზე ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე ჩვენს დროში, განსაკუთრებით კი წინაასარჩევნოდ. მურმან მარგველაშვილის თქმით, — "წიგნი მათთვისაა, ვისაც სურს რაიმეს შეცვლა, პასუხისმგებლობის აღება. ის შეიძლება სახელმძღვანელოდ იქცეს, დაგვეხმაროს, რომ გავიგოთ, რა არის სისტემა, როგორ მუშაობს, რომელი ელემენტებისგან შედგება და როგორ შეიძლება შევცვალოთ ის".
პრეზენტაციის დასასრულს, გაჟღერდა მთავარი მესიჯი, — "არ დააკნინოთ სიკეთის მიზანი" და ხაზი გაესვა იმ საზოგადოებრივი სისტემის მნიშვნელობას, რომელშიც ყველანი ჩართულები ვართ.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები