ბრედს და ჯენიფერს სურთ, რომ სიყვარულის ისევ გვჯეროდეს
რამდენიმე საათის წინ კინომსახიობთა გილდიის 26-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელმაც გასული წლის გამორჩეული სერიალები, ფილმები და მათი შემოქმედები დაასახელა.
დაჯილდოების ცერემონიის მთავარი მოვლენა კი ერთი შეხედვით სრულიად მოულოდნელი შემთხვევა გახდა, რომელმაც მილიონობით ფანის ყურადღება მიიპყრო: ყოფილი ცოლ-ქმარი, ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ერთმანეთს იმაზე ემოციურად შეხვდნენ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
თუ არ გახსოვთ, გეტყვით, რომ ჰოლივუდის ეს ორი ვარსკვლავი ერთმანეთს 2005 წელს დაშორდა, მას შემდეგ კი მათი ურთიერთობის ირგვლივ მედიაში მუდმივი სპეკულაციები ვრცელდება.
დავიწყოთ იქიდან, რომ წუხანდელ დაჯილდოებაზე ბრედ პიტს ტარანტინოს ფილმ Once Upon a Time in Hollywood-ში შესრულებული როლისთვის ჯილდო გადასცეს, რა დროსაც მან თავის გმირსა და საკუთარ გამოცდილებაზე გადაკვრით იხუმრა:
"სიმართლე რომ ვთქვა, რთული იყო იმ კაცის როლის შესრულება, რომელიც კაიფშია, ნახევრად ტანშიშველია და ცოლს დიდად ვერ ეწყობა. ნამდვილად რთული იყო."
ამ დროს დარბაზში ჯენიფერ ენისტონიც იმყოფებოდა და ყოფილ პარტნიორს ღიმილით შესცქეროდა.
მოგვიანებით სცენაზე ასვლა თავად ჯენიფერ ენისტონსაც მოუწია: სერიალ The Morning Show-ში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ისიც დააჯილდოვეს.
მართალია, ამით მსახიობმა Apple TV Plus-ს პირველი მნიშვნელოვანი ჰოლივუდური ჯილდო მოუტანა, მაგრამ ყველა მაინც ერთმა გავრცელებულმა კადრმა აალაპარაკა: როგორ უყურებს სცენაზე ასულ ენისტონს ბრედ პიტი კულისებიდან.
ვიდეოც კი შეგიძლიათ ნახოთ, რომელშიც ბრედ პიტი ამაყი მშობელივით ადევნებს თვალს ჯენიფერ ენისტონის სცენაზე წარმოთქმულ სიტყვას.
ემოციებით აივსეთ? ყველაფერი ამით სულაც არ დასრულებულა.
დაჯილდოების ორი ტრიუმფატორი მსახიობი ერთმანეთს პირისპირაც გადაეყარა და მათმა შეხვედრამ იმაზე მოულოდნელი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
56 წლის ბრედ პიტს ძველი სიყვარულისთვის ხელის გაშვებაც კი აღარ უნდოდა.
ამან, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იქ დამსწრე საზოგადოება, არამედ უკვე უამრავი ადამიანი აალაპარაკა სოციალურ ქსელებში.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები