როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ — მეარაყიშვილი საქართველოს მთავრობაზე
აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი, რომლის წინააღმდეგაც საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პროკურატურა რამდენიმე საქმეს იძიებს, აცხადებს, რომ ოკუპირებული რეგიონიდან მისი გაძევება სურთ. მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.
"ამ დუმილში კარგად გამოხატავენ ზიზღს და მიუღებლობას, რომელიც ჩემს მიმართ დაუგროვდათ. როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ, მათაც დისკომფორტს ვუქმნი მოუგვარებელი პრობლემების გახმოვანებით", — წერს მეარაყიშვილი.
აქტივისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის უყურადღებოდ დატოვა მაშინ, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და ადვოკატისა და სასამართლოზე დასასწრები გზის ხარჯებიც კი არ ჰქონდა. გარდა ამისა, ის შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"მინისტრი ჩემზე ამბობდა, რომ წლების განმავლობაში გადატანილი სტრესის გამო არაადექვატური გავხდი და ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გვეცოდება ასე რომ დაემართაო. ამის პარალელურად თხზავდა ჭორებს და თავადვე ახდენდა ტირაჟირებას ჩემი მარგინალიზაციისთვის.
რატომ? — არ არსებობს ადამიანი? არ არის პრობლემა. ამ ტექსტს რომ იქიდან ვწერ, სადაც ჩემი დამცველი არავინაა, მე რომ მომიწია ამის შეხსენება საზოგადოებისთვის — რა ვთქვა?" — აცხადებს აქტივისტი.
მეარაყიშვილი ითხოვს, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ მის გამოძევებას ოკუპირებული ახალგორიდან და შეწყდეს მისი დევნა.
"მოვითხოვ, მსოფლიოს ადამიანის უფლებების დამცველმა უმაღლესმა პირებმა გააკეთონ განცხადებები და იცოდნენ რისთვისაც მსჯიან — სხვისი უფლებების დაცვა.
ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ!"
რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მეარაყიშვილის საქმე ე.წ. ყალბ პასპორტზე პირველ ინსტანციაში დააბრუნა.
თამარ მეარაყიშვილის საქმე
მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის ედინაია ოსეტიას მიმართ ცილისწამების ბრალდებით. მას შემდეგ ოთხი სასამართლო პროცესი ჩატარდა ცხინვალში, ბრალდებულის სახლი არაერთგზის გაიჩხრიკა, არაერთი დაკითხვა ჩატარდა, თუმცა გამოძიებამ მაინც ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულების მოპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ მეარაყიშვილი დამნაშავეა.
მეორე საქმე აქტივისტის წინააღმდეგ აღიძრა მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტების, ჯილდოების, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის გაყალბებას ითვალისწინებს. ე.წ. უწყება ამტკიცებდა, რომ მეარაყიშვილმა დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ქართული პასპორტის შენარჩუნებით აიღო, რაც აკრძალულია.
თამარს ყველანაირი დოკუმენტი ქონდა ჩამორთმეული და გადაადგილების უფლება შეზღუდული. მთელ დროს ის ახალგორში, საკუთარ სახლში ატარებდა და გარეთ გასვლას მხოლოდ სასამართლო პროცესზე ან დაკითხვაზე წასვლის შემთხვევაში ახერხებს, ისიც ადვოკატის თანხლებით.
2019 წლის 10 ივლისს დე-ფაქტო სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, მათ შორის გაუქმდა გადაადგილების შეზღუდვაც, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გაასაჩივრა.
2020 წლის 17 იანვარს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დე ფაქტო პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პირველ ინსტანციაში დააბრუნა. საქმე ეხება თვითაღიარებული რესპუბლიკის ყალბი პასპორტის დამზადებას.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას — მმართველი პარტიაზე ცილისწამება, დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ე.წ. ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც მეარაყიშვილი უდანაშაულოდ ცნო.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები