დისნეიმ 20th Century Fox-ს სახელწოდება შეუცვალა
2019 წელს უოლტ დისნეის სტუდიამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოსტუდია — 20th Century Fox $71.3 მილიარდად შეიძინა. სულ ცოტა ხნის წინ კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რებრენდინგის გამო დისნეი შვილობილ კომპანიას სახელს უცვლის: აქამდე ყველასთვის კარგად ნაცნობ სახელწოდებას სიტყვა Fox ჩამოშორდება.
დისნეის ცვლილების ოფიციალური მიზეზებს შესახებ არ უსაუბრია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ნაბიჯი ცნობილ ამერიკულ ტელეარხ, Fox News-თან ასოციაციას უკავშირდება: დისნეის არ სურს, რომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია მემარჯვენე პოლიტიკით ცნობილ მედიას დაუკავშირონ.
კომპანია 20th Century Fox 1935 წელს შეიქმნა, 80-იან წლებში კი ის ცნობილმა ავსტრალიელმა მედიამაგნატმა, რუპერტ მერდოკმა შეიძინა. მოგვიანებით, 1996 წელს შეიქმნა სატელევიზიო არხი Fox News, რომელიც მალე ამერიკაში ყველაზე პოპულარული ტელეარხი გახდა.
რუპერტ მერდოკი ცნობილია თავისი კონსერვატიული შეხედულებებითა და აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, დისნეის კი, რომელსაც პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია უჭირავს, არ სურს, რომ მისმა მომხმარებლებმა კავშირი დაინახონ მათ შორის.
დისნეიმ Fox ამოიღო კიდევ ერთი კომპანიის სახელწოდებიდან — Fox Searchlight Pictures. აღსანიშნავია, რომ უკვე ორივე კომპანიის თანამშრომლების მეილებიდანაც გაქრა სიტყვა Fox: ამიერიდან ამ ორი კომპანიის თანამშრომლები @20thcenturystudios.com-სა და @searchlight.com-ის მისამართების მქონე ელექტრონული ფოსტით ისარგებლებენ.
აქამდე 20th Century Fox-ის სახელით ცნობილი კომპანია ისეთი ცნობილი ფილმების მწარმოებელი იყო, როგორებიცაა ავატარი, ტიტანიკი, მარტო სახლში და დედპული. ამიერიდან კი ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმების შესავალ კადრში, როცა საზეიმო მუსიკის თანხლებით კომპანიის ლოგო ჩანდა, მხოლოდ 20th Century-ს წარწერას ვიხილავთ.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
კომენტარები