კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა, რაც რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობის ბერლინის სამდივნომ კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა. TI-ს განცხადებით, 2019 წლის კვლევის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.
კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა — ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს შედეგი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა. მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა, თუმცა TI-ს განმარტებით, ბოლო წლების ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა აქვს მაშინ, როცა რეგიონის ქვეყნების სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები უმჯობესდება.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული:
- ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში;
- კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში;
- სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება;
- მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე;
- დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა
რეკომენდაციები.
2019 წლის შედეგიდან გამომდინარე, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ანტიკორუფციული სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. კერძოდ:
- საჭიროა ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობის უზრუნველყოფა;
- ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება;
- სამართალდამცავი ორგანოების დაცვა არაჯეროვანი პოლიტიკური ზეგავლენისგან
- თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა;
- ქმედითი რეაგირება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევებზე;
- ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე სხვა ჯგუფებზე თავდასხმების შეწყვეტა;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიების შეწყვეტა;
- კორუფციის (მათ შორის მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის — დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა
კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ.
კორუფციის აღქმის ინდექსი წელს 27-ედ ქვეყნდება და როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. ინდექსი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები