ყველაფერი, რაც უეს ანდერსონის ახალი ფილმის შესახებ ვიცით
უეს ანდერსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი რეჟისორია, რომელიც მუდმივად გამორჩეული თხრობის სტილისა და ვიზუალის მქონე კინოსურათებს ქმნის. რეჟისორის ჯერჯერობით ბოლო ნამუშევარი 2018 წელს გამოსული ანიმაციური ფილმი Isle of Dogs-ია, რომელმაც ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოების ნომინაციები დაიმსახურა.
როგორც ცნობილია, უეს ანდერსონი ახალ ფილმზე — The French Dispatch-ზე მუშაობს. ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე შედგება, თუმცა მის შესახებ თითქმის ყველაფერი გასაიდუმლოებულია.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმის ქრონომეტრაჟი 4-საათიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდგომში ეს ინფორმაცია უარყო ფილმის მწარმოებელმა კომპანია Searchlight Pictures-მა და ოფიციალურად განაცხადეს, რომ ახალი ფილმი ანდერსონის სხვა ფილმების მსგავსი ხანგრძლივობის იქნება: დაახლოებით 2 საათი.
ასევე ცნობილია, რომ ფილმის ბიუჯეტი $25 მილიონს შეადგენს — დაახლოებით იმდენივე, რაც Grand Budapest Hotel-ის გადაღება დაჯდა. ეს ორივე ფილმი უეს ანდერსონის ყველაზე ძვირად ღირებული სურათებია The Life Aquatic with Steve Zissou-ის შემდეგ, რომლის ბიუჯეტიც $50 მილიონი იყო.
რეჟისორის ერთგულ ფანებს განსაკუთრებულად აღაფრთოვანებთ სამსახიობო გუნდი, რომელიც ერთმანეთზე უფრო კაშკაშა ჰოლივუდელი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული: ფრენსის მაკდორმანდი, ბილ მიურეი, ტიმოთი შალამე, ტილდა სუინტონი, სირშა რონანი, ქეით უინსლეტი, კრისტოფ ვალცი, ედრიენ ბროდი, ელიზაბეტ მოსი, ჯეფრი ვრაიტი, უილემ დეფო, ოუენ უილსონი, ლეა სედუ და ბენისიო დელ ტორო.
მართალია, ფილმის სრული შემადგენლობის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით, თუმცა მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი სცენარის შესახებ: ოფიციალურად გავრცელებულ ერთწინადადებიან აღწერას თუ დავეყრდნობით, სიუჟეტი გამოგონილ ფრანგულ ქალაქში განვითარდება და სამი სხვადასხვა ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
როგორც ცნობილია, ფილმის სცენარი წიგნადაც გამოიცემა, რომლის შეძენაც ამ წლის 21 მაისიდან იქნება შესაძლებელი, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ფილმის პრემიერა მანამდე, სავარაუდოდ, კანის 73-ე კინოფესტივალზე შედგება, რომელიც 12-23 მაისს გაიმართება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები