10 ბერძნული კუნძული, რომლიდანაც სახლში დაბრუნება აღარ მოგინდებათ
წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ზაფხულის შვებულებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, თქვენ კი სუსხიან და მოსაწყენ ამინდში უკვე დასვენებაზე ფიქრობთ. ასეთ დროს გამოსავალი ბარგის ჩალაგება და საბერძნეთში მოგზაურობაა. აქ თქვენს განწყობაზე ლამაზი სახლები, ფირუზისფერი წყალი და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო იზრუნებს.
საბერძენთი მრავალფეროვანია, თუმცა, ამჯერად, არჩევანი კუნძულებზე შევაჩერეთ და მათგან ათი საუკეთესო ამოვარჩიეთ:
1. სანტორინი
სანტორინი ბერძნულ კუნძულებს შორის ყველაზე ცნობილია და მასზე საუბრისას, ზღვისპირა კლდეებზე გაშენებული თეთრი სახლები აუცილებლად წარმოგიდგებათ თვალწინ. სანტორინის ვიწრო ქუჩებში უამრავ კაფე-რესტორანს შეხვდებით. კუნძული ღამის ცხოვრებითაც გამოირჩევა.
მისი ბუნება და არქიტექტურა ნამდვილად თვალწარმტაცია. აქ დაგხვდებათ ვულკანური წარმოშობის შავი, თეთრი და წითელქვიშიანი პლაჟები. კუნძულის დასავლეთ მხარეს კი მდებარეობს სოფელი, საიდანაც, მზის ჩასვლის ფონზე, ცნობილი წითელი კლდეებისა და თეთრი შენობების ხედით დატკბებით.
2. მიკონოსი
მიკონოსი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც წვეულებები უყვარს. სანტორინის მსგავსად, მიკონოსი ცნობილია თავისი არქიტექტურით, მყუდრო პატარა ქუჩებით და ულამაზესი პლაჟებით. საინტერესოა ისიც, რომ მასობრივმა ტურიზმმა კუნძულის სილამაზეზე გავლენა არ მოახდინა და ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სამოგზაურო ადგილად ითვლება. წვეულება ამ კუნძულზე გადამდებია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი საათია, — მიკონსზე გართობის დრო ყოველთვის არის!
3. ტილოსი
მთებისა და გაუვალი გზების გამო, ეს კუნძული თავგადასავლებისა და სიახლეების მაძიებელ მოგზაურებს იზიდავს. ტილოსი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ველური ბუნების შესასწავლად მზად არის. თუ მიკონოსზე ყოველთვის წვეულება, მუსიკა, ბევრი ხალხი და ხმაურია, ტილოსზე პირიქით, სიმშვიდე დაგხვდებათ. საბერძნეთის ამ კუნძულზე აეროპორტი არ არის, მაგრამ, აქ მოსახვედრად, კუნძული როდოსიდან, პირეოდან, მიკონოსიდან ან ათენიდან ნავით შეგიძლიათ წახვიდეთ.
4. იკარია
იკარია ეგეოსის ზღვაში, სამოსიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. მას სახელი ბერძნული მითოლოგიური ღმერთის, იკარუსის მიხედვით დაარქვეს. ლეგენდაში ნათქვამია, რომ ის კუნძულთან ახლოს ზღვაში ჩავარდა, როდესაც კრეტადან თავის დაღწევას ცდილობდა.
გასაოცარი ხედები, პატარა ყურეები, თერმული წყლები და კუნძულის უნიკალური არქიტექტურა ძველ საბერძნეთში გამოგზაურებთ. შეიძლება, სწორედ ამ გამორჩეული ბუნების გამო ცოცხლობენ იკარიელები ძალიან დიდხანს.
5. სკიროსი
კუნძული სკიროსი ეგეოსის ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს ყველაზე დიდი და, ალბათ, ყველაზე მშვიდი კუნძულია საბერძნეთში.
აქ არ დაგხვდებათ ღამის ცხოვრება, თუმცა დღის განმავლობაში, კუნძულის უკეთ გასაცნობად, შეგიძლიათ ველოსიპედი ან სკუტერი დაიქირავოთ და ქუჩებში იხეტიალოთ. სკიროსის ჩრდილოეთი ნაწილი მთიანი და მწვანეა, სამხრეთი კი მშრალი და უნაყო. ეს კონტრასტი კი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.
6. გავდოსი
გავდოსი ქვეყნის სამხრეთით მდებარე კუნძულია, რომელიც ადგილობრივი ტრადიციების ერთგულებით გამოირჩევა. აქ უამრავი საოჯახო ტიპის სასტუმროა, მაგრამ ჩვენ კარვის ყიდვას და ვარსკვლავების ქვეშ სანაპიროზე დაძინებას გირჩევთ. მისი პლაჟები საბერძნეთში და ალბათ მთელ კონტინენტზეც, ერთ–ერთი ყველაზე ლამაზია.
კუნძულს ბევრი მაცხოვრებელი არ ჰყავს. თუ აქ მოხვდებით, გირჩევთ, მობილური ან ლეპტოპი სახლში დატოვოთ და რამდენიმე დღე ისე გაატაროთ, როგორც ადგილობრივები ცხოვრობენ.
7. მილოსი
სწორედ აქ აღმოაჩინეს "ვენერა დე მილოს" ქანდაკება — კლასიკური სილამაზისა და სრულყოფილების ერთ-ერთი სიმბოლო.
მილოსის პატარა კუნძული თვალწარმტაცი კლდეებითა და თეთრი ქვიშებით გამოირჩევა. კუნძულზე 70 პლაჟია და ყველა ძალიან სუფთაა. თუ მილოსზე გამგზავრებას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზაფხულის განმავლობაში აქ ყველაფერი უდაბნოს ჰგავს.
8. როდოსი
ეს კუნძული იდეალური ადგილია როგორც სიმშვიდის მოყვარულების, ისე თავგადასავლების მაძიებლებისათვის. კაშკაშა მწვანე ბორცვებით, ხეობებითა და ოქროსფერი პლაჟების უწყვეტი ხაზით, როდოსი ნამდვილად გამორჩეული ადგილია დედამიწაზე.
თუ შუასაუკუნეებში მოგზაურობაც გსურთ, ეს კუნძული აუცილებლად უნდა დაამატოთ სანახავი ადგილების სიას. როდოსი ერთდროულად კოსმოპოლიტური და ტრადიციულია. მისი მთავარი ღირებულება კი მრავალრიცხოვან კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებშია.
9. ზაკინთოსი
ზაკინთოსი მრავალფეროვანი სანაპიროებით, ფირუზისფერი ზღვითა და ვენეციური სტილის სასახლეებითაა ცნობილი. მისი სიმბოლო ნავაგიოს სანაპიროა, რომელსაც ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. აქვე შეხვდებით ზღვის კუებსა და ხმელთაშუა ზღვის სელაპებს. ლაჟვარდოვანი მღვმე კი აუცილებლად მოახდენს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
10. იდრა
ტრადიციული ქვის სასახლეები, ვიწრო ქუჩები, ლამაზი სკვერები, — დროა იდრაზე ვისაუბროთ. აქ ნახავთ ძეგლებს, ეკლესიებს, კანიონებსა და ძველი გმირების ქანდაკებებს. კუნძულის ისტორიის გასაცნობად, მუზეუმებსაც უნდა ესტუმროთ და იშვიათ საარქივო მასალებს გაეცნოთ.
აქ ყველგან სიმწვანე და უამრავი ყვავილია, ამიტომ თუ მცენარეები გიყვართ, ან უბრალოდ მშვიდ სივრცეს ეძებთ დასასვენებლად, იდრა ამისთვის საუკეთესო ადგილია.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები