ამერიკელი კონგრესმენები კრიტიკას კიდევ ერთი, პიტ ოლსონი უერთდება. მან ტვიტერის გვერდზე კონგრესმენ ადამ კინზინგერის ტვიტი გააზიარა და განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებს.

"ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კირზინგერს. კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, იყენებს სასტიკ მეთოდებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და უპირისპირდება ამერიკული ინვესტიციებს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის კარგის მომტანია. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!", — წერს კონგრესმენი.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და არჩევნებს.

კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პირველი წერილის შემდეგ გახარიასგან მიიღეს პირობა არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარების შესახებ. თუმცა მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ ფეისბუქმა წაშალა ანგარიშები, რომელსაც მმართველი გუნდი აფინანსებდა. კონგრესმენებს მიუღებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ამ გვერდებზე ვრცელდებოდა ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური განცხადებები.

კონგრესმენები აცხადებენ, რომ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს საქართველოში ავიწროებენ, რაც აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამასთან დაკავშირებით, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზების გამო. მათი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერის მქონე ანაკლიის კონსორციუმის პოლიტიკურ სამიზნედ ქცევამ აშშ-ს ინვესტიციებს შეუშალა ხელი.

კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ განახლდა ძველი საქმეები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.

კიდევ ერთი კონგრესმენი, რომელმაც გახარიას 13 იანვრით დათარიღებული წერილი გამოუგზავნა რესპუბლიკელი მარკვეინ მალინია. მალენიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავდა. ასევე, დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მისი კოლეგებს აზრს იზიარებდა.

მმართველ გუნდის წევრებმა კონგრესმენების კრიტიკა მიკერძოებულობას დააბრალეს და განაცხადეს, რომ ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ეყრდნობიან.

გაიგეთ მეტი: