მოგლეჯილი ბეტონის დამცავი და სხვა დაზიანებები — გოცირიძის მეტროსადგურის გასარემონტებლად ტენდერი გამოცხადდა

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მეტროსადგური გოცირიძის, რომლის მძიმე დაზიანებების შესახებ დასკვნა ორ წელზე მეტია არსებობს, რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის დაქვემდებარებულ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამისთვის 3 723 780 ლარი აქვს გამოყოფილი.
ფოტოები, რომელიც მეტროსადგურ გოცირიძის მდგომარეობას ასახავს
მეტროსადგურის დაზიანებასთან დაკავშირებით კვლევა 2017 წელს მომზადდა.
რამდენიმე დეტალი კვლევიდან:
- დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ნალექების ზემოქმედებით დაზიანებულია პორტალის ცალკეული უბნები, ხოლო ერთ-ერთ უბანზე, კოროზიის გამო მოგლეჯილია ბეტონის დამცავი შრის დაახლოებით 0,5 მეტრის სიგრძის მონაკვეთი;
- ცალკეულ უბნებში დაწყებულია ბეტონის გამოტუტვის პროცესი, გაშიშვლებულია მუშა არმატურა და დაწყებულია კოროზიის პროცესი;
- დაზიანებულია გადამტიხრავი, არამზიდი კედლებიც, მათში გაჩენილია 3-5 მმ გახსნილობისა და 3-5 მ სიგრძის დამახასიათებელი დაჭრილი, გამჭოლი ბზარები.
მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ. ამ შემთხვევაში თანხა 1,6 მილიონით არის გაზრდილი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები