თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია ამბობს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან დღეს, 27 იანვარს პოსტივის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, ეს ცვლილება დეკემბრის თვეში გადაწყდა. იზორიას განცხადებით, იგი თებერვალში გეგმავს გერმანიაში ჩასვლას:

"მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები. იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი განცხადებას გათავისუფლებაზე".

იზორია ინტერვიუსას ჰყვება, რომ მას ცხოვრების დიდი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული:

"იქ [გერმანიაში] მივიღე განათლება, მაგისტრატურა, რის საფუძველზეც დავიცავი დისერტაცია, ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ინსტიტუტში, როგორც თანაშემწე".

განახლებული მთავრობის პირობებში ლევან იზორია უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი შეცვალა. ის ამ თანამდებობას 2016 წლის პირველი აგვისტოდან იკავებდა.