10 სასტუმრო ამერიკაში, სადაც შენს ძაღლს სიყვარულით უმასპინძლებენ
მოგზაურობა განტვირთვის იდეალური საშუალებაა. რა ჯობია, როდესაც თვითმფრინავში ჩაჯდები და სასურველი ადგილის მოსანახულებლად წახვალ. სამწუხაროდ, ცხოველების პატრონებისთვის საქმე სხვანაირადაა.
სასტუმროს მეპატრონეები ოთხფეხა მეგობრებს დიდად არ წყალობენ და ხშირად ჩვენი საყვარელი ფუმფულა ცხოველების სახლში დატოვება გვიწევს.
საბედნიეროდ, თუ ამერიკაში მიემგზავრები, შეგიძლია ამაზე არ იდარდო. აქ ჩამოთვლილი ათი სასტუმრო შენს ოთხფეხა მეგობრებს შენთან ერთად დარჩენის უფლებასაც მიცემს და კომფორტულ პირობებსაც შესთავაზებს.
1. Arizona Biltmore
ეს ადგილი ფლორა-ფაუნის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. სასტუმრო კაქტუსების სამშობლოში, არიზონაში მდებარეობს და შენობასთან ახლოს, სპეციალური სალაშქრო გზაცაა გაყვანილი.
თუ შენ და შენი საყვარელი ძაღლი გზას გაუყვებით, უდაბნომდე მიხვალთ, სადაც ინსტაგრამის ფოტოებისთვის განსაკუთრებული ხედი იშლება.
სპეციალურად ცხოველებისთვის, სასტუმრო ბალახით გარშემორტყმულ კოტეჯის ოთახებს აქირავებს. იქვეა ძაღლების მენიუ, ასე რომ დამატებითი საჭმლის ზიდვა არ მოგიწევს.
2. The Duniway
თუ თავს მეამბოხედ მიიჩნევ, მაშინ პორტლენდში ჰიპსტერების სამოთხე გელოდება. პატარა ძაღლის საწოლი, ჯამი, სპეციალური სათამაშოები შეიძლება ძაღლს ისე მოეწონოს, რომ გარეთ გასვლის სურვილიც კი აღარ ქონდეს.
ნუ თუ რამენაირად მაინც დაითანხმებ გასეირნებაზე, სასტუმროს ახლომდებარე პარკის და საფეხმავლო ბილიკების რუკით შეგიძლია იხელმძღვანელო.
3. Hotel Viking
თუ აქამდე ნიუპორტის კოხტა სახლები და კომფორტული სასტუმროები არ გინახავს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადასარევი კონტენტი გამოგიტოვებია. მართალია როუდ-აილენდი ყველაზე პატარა შტატია, მაგრამ დამთვალიერებლების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის.
ვიკინგების სასტუმრო, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროდ არის მიჩნეული და ძაღლების პატრონების საბედნიეროდ, იქ ცხოველებს გაშლილი ხელებით ეგებებიან. თუ ისეთ ადგილას გიწევს წასვლა სადაც ძაღლებს არ წყალობენ, სასტუმროში სპეციალური მომვლელები, შენს არყოფნაში, ცუგას ცივ ნიავს არ მიაკარებენ.
4. La Quinta Resort & Club
კოაჩელას ფესტივალი ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც კალიფორნიას უნდა ესტუმრო. თუ შენთვის და შენი ბეწვიანი საუკეთესო მეგობრისთვის დასარჩენ ადგილს ეძებ, თავისი სპათი და სალაშქრო ბილიკებით, მაშინ კალიფორნიის უდაბნოში მდებარე სასტუმრო სწორედაც რომ შენ გელის.
მთელი წლის მანძილზე გადასარევი ამინდები, პალმის ხეები, ძაღლის მოყვარული დამსვენებლები შენ და შენს ძაღლს დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებს.
5. Canopy Columbus Downtown Short North
ამერიკელი ახალგაზრდები, კოლუმბუსში, ერთად დადიან ხოლმე სალაშქროდ. ამიტომ, ოჰაიო უკვე პოპულარულ ადგილად ითვლება. ასე რომ, თუ მომავალში კოლუმბუსში გეგმავ ვიზიტს, იცოდე რომ ჰილტონის სასტუმრო შენ და შენს ოთხფეხა მეგობარს დიდი ენთუზიაზმით გელის.
სასტუმროს BARK-თან აქვს კონტრაქტი გაფორმებული და მაქსიმალურად იზრუნებს იმაზე, რომ შენ ცუგოს რაც შეიძლება კომფორტული პირობები შეუქმნას.
6. Union Station Hotel
არა ნამდვილად არ გეჩვენებათ, სასტუმრო ყოფილი მატარებლის სადგურის შენობაში მდებარეობს. დიახ, შენ და ძაღლს ნამდვილად დიდი სიყვარულით გელიან. ეგ კი არა სპეციალური აქტივობაც დაგხვდებათ, რომ შენ და ცუგამ დრო მაქსიმალურად ერთად გაატაროთ.
გარდა შენობისა, ეს სასტუმრო იმითაა განსაკუთრებული, რომ ზაზუნების მოყვანაც შეგიძლია. ერთხელ ერთი პატარძალი სწორედაც რომ ასე მოიქცა და მას შემდეგ, პატარა მღრღნელისთვის სპეციალური მენიუც კი შექმნეს.
7. Palmer House
ბევრ ისტორიულ შენობაში ძაღლებს არ მიესალმებიან. საბედნიეროდ, პალმერის სასტუმრო გამონაკლისია. მართალია, შენობა ძველია და დიდ ისტორიას მოიცავს, მაგრამ ძაღლები და ზოგადად ცხოველები ძალიანაც უყვართ.
მთავარია, მიჩიგანის ტბის ცივ ქარებს და მკაცრ ზამთარს არ შეუშინდე და სასტუმრო მაქსიმალურ კომფორტს თავის თავზე იღებს.
8. Hilton Austin
თუ ტეხასში ბარბექიუს მოწყობა ან ბურიტოს გასინჯვა გინდა, ჰილტონ ოსტინის სასტუმრო მზადაა, სამხრეთული სტუმართმოყვარეობით დაგხვდეს.
სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და შეგიძლია, შენ პატარა მეგობართან ერთად ქუჩებს გაუყვე, სადაც მუსიკის ისტორიას გაეცნობი.
9. Hilton Bentley Miami/South Beach
თუ ზამთარში D ვიტამინის ნაკლებობამ შეგაწუხა და გადაწყვიტე დანაკლისი მაიამის მზიანი სანაპიროებით აინაზღაურო, ან უბრალოდ კუბური საჭმლის გასინჯვა მოგინდა, პალმებით გარშემოტყმული სასტუმრო მზადაა შენ და ცუგას მასპინძლობა გაგიწიოს.
ძაღლებზე შეზღუდვა არც ერთ ოთახზე ვრცელდება, ასე რომ ისღა დაგრჩენია ზღვისპირა ნომრები იქირავო და ძაღლთან ერთად სანაპიროთი დატკბე.
10. Hotel Indigo Los Angeles Downtown
როდესაც ძაღლის სიყვარულზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია რომ ლას-ვეგასი არ ვახსენოთ. ქალაქის სასტუმროების უმეტესობას ძაღლებზე შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად ინდიგოს სასტუმრო გამოირჩევა.
სასტუმროს ოთახი ძაღლზეცაა მორგებული თავისი სპეციფიკური მენიუთი, დასაძინებელი ადგილით, სათამაშოებით და ა.შ. გარდა ამისა, ლას-ვეგასში ყოველთვის შეიძლება ვინმე ცნობილ ადამიანს გადააწყდე.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები