ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეაში კითხვებზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია. ამ დროს ის ყალბ ამბებზე დასმულ კითხვას პასუხობდა.

"რაც შეეხება, მათ შორის პირველ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ივანიშვილის განცხადებებს ეხებოდა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი საქართველოში, მათ შორის მეც, მუდამ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ ვარ იმის გამო, თუ რა ვთქვი ან არ ვთქვი".

დღეს, 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი PACE-ში სიტყვით გამოვიდა. 50-წუთიან გამოსვლაში მას ისაუბრა სასამართლო რეფორმაზე, ადამიანის უფლებებზე, ოკუპაციასა და და სხვა სოციალურ თემებზე. გამოსვლის შემდეგ მას რამდენიმე წუთის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ, რომელიც ეხებოდა როგორც ე.წ. გავრილოვის ღამეს, ისე ოკუპაციასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

ამავე თემაზე: