ტრამპმა და ნეთანიაჰუმ სამშვიდობო გეგმა წარადგინეს, პალესტინა უკმაყოფილოა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა წარადგინეს. ახალ გეგმაზე მათ თეთრ სახლში ისაუბრეს.
როგორც ტრამპი ამბობს, 180-გვერდიანი გეგმის მიხედვით, ისრაელის დედაქალაქი "გაუყოფელი იერუსალიმი იქნება. ამავე დროს ტრამპი განმარტავს, რომ აშშ აღიარებს პალესტინას და მისი დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში იქნება განთავსებული. დოკუმენტი ტრამპის სიძემ და მისმა მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა შეიმუშავა. მოლაპარაკებებში კი პალესტინური მხარე ჩართული არ იყო.
"ჩემი ხედვა ორივე მხარისთვის სარგებელს ითვალისწინებს. ორი სახელმწიფოს შექმნის საფუძველზე რეალისტური გადაწყვეტილება, რომელიც გამორიცხავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის რისკს ისრაელის უსაფრთხოებისთვის. დღეს ისრაელმა მშვიდობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტი ამატებს, რომ გეგმის შესრულების შემთხვევაში არც ისრაელელებს და არც პალესტინელებს საკუთარი სახლების დატოვება არ მოუწევთ. მისივე მტკიცებით, სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს, რომ პალესტინური ტერიტორიები გაორმაგდება, ხოლო იორდანეს დასავლეთ სანაპირო ორ ნაწილად გაყოფილი არ იქნება.
დონალდ ტრამპმა ტვიტერზე გაასაჯაროვა რუკა, რომელის შეთანხმებასა და ტერიტორიების გადანაწილებას ასახავს.
ისრაელის პრემიერმა კი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, რადგან მან დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
28 იანვარს ათასობით პალესტინელი ტრამპის გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ მას ოფიციალურად გაასაჯაროებდნენ. თეთრ სახლში პრესკონფერენციის შემდეგ კი პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ "იერუსალიმი არ იყიდება", ხოლო ტრამპისა და ნეთანიაჰუს გეგმას პალესტინელები "ისტორიის სანაგვეზე გადააგდებენ".
ამავე დროს აბასმა განმარტა, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა აშშ-სთან და არც ტრამპის გეგმის გარშემო, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთთან. ჰამასმა უკვე განაცხადა, რომ ტრამპის გეგმას უარყოფს.
ამჟამად პალესტინა ორი ტერიტორიისგან შედგება, რომელთა შორის საერთო საზღვარი არაა: ღაზას სექტორი, რომელსაც ჰამასის დაჯგუფება აკონტროლებს, და იორდანეს დასავლეთ სანაპირო, რომელსაც მაჰმუდ აბასის ადმინისტრაცია აკონტროლებს და სადაც ისრაელის ჯარებია განთავსებული.
ტრამპის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი პალესტინაში ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს. აშშ-ს პრეზიდენტი პალესტინას 50-მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდება, რაც მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები