კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჩინეთში ფრენები British Airways-მაც შეწყვიტა. ამას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება მოქალაქეებისადმი, რომ ჩინეთში ფრენებს მორიდებოდნენ.

ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც. მათი თქმით, შეწღუდვა 2020 წლის 29 მარტამდე იმოქმედებს და ამის შესახებ ჩინეთსა და ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 4,500-ს აჭარბებს. ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა.

კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.

გაიგეთ მეტი: