ჩინეთში კორონავირუსით 170-მდე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულია 7,7 ათასზე მეტი

ფოტო: Chinatopix / Associated Press
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 700-ზე მეტია. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ჩინეთის 31 რეგიონში გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა.
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მონაცემებით, წინა დღესთან შედარებით ოთხშაბათს ინფიცირებულთა რიცხვი 30%-ით გაიზარდა. ვირუსის შემთხვევა დაადასტურა ტიბეტმაც, რომელმაც მკაცრი შემოწმება ჩაატარა ტურისტებზე და ჩაკეტა პოპულარული ადგილები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება იმ ქვეყნებშიც, რომლებმაც დაიწყეს უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია. CNN-წერს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი გავრცელდა 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, აზია და შუა აღმოსავლეთი. ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები კი ყველაზე მეტად გერმანიაში დაფიქსირდა.
ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ არმიას კორონავირუსის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. დღეს, 30 იანვარს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) იმსჯელებს, რომ დაასახელოს კორონავირუსის გლობალურ ჯანმრთელობის პრობლემად.
ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ უხანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მკვლევართა ჯგუფმა უხანის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო. ინსტიტუტის დირექტორის, ანტონი ფაუჩის თქმით, საცდელი ვაქცინის შესაქმნელად 3 თვე რეკორდული დროა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები