დიდი ბრიტანეთი დღეს ევროკავშირს დატოვებს — რა იქნება ამის შემდეგ
რეფერენდუმიდან სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, 31 იანვარს, გრინვიჩის დროით საღამოს 11 საათზე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. ამის შემდეგ იწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, იგივე ტრანზიტული პერიოდი, რა დროსაც ბრიტანეთი გააგრძელებს ევროკავშირის წესების დაცვას და მის ბიუჯეტში ფულის შეტანას.
ფაქტობრივად, გარდამავალ პერიოდში ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირიდან გასვლას ვერც შეიგრძნობენ. თუმცა მნიშვნელოვანი იქნება 2021 წლის პირველი იანვარი, როდესაც ეს პერიოდი დასრულდება და დიდი ბრიტანეთი საბოლოოდ შეწყვეტს ევროკავშირის წესების გათვალისწინებას.
ბრექსიტის შეთანხმების თანახმად, გარდამავალი პერიოდი შესაძლოა 2022 ან 2023 წლამდეც გაგრძელდეს, თუმცა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
საღამოს თერთმეტი საათიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეები აღარ იქნებიან, თუმცა ისევ შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება და მუშაობა. ფრენები, გემები და მატარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რაც შეეხება საპასპორტო კონტროლს, გარდამავალ პერიოდში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ისევ იდგებიან იმ ზონაში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა გამოყოფილი.
ქვეყანა ისევ დაემორჩილება ევროკავშირის კანონებს, თუმცა მათ მიღებაზე აღარანაირი გავლენა აღარ ექნება. ასევე, პრემიერ-მინისტრი და სხვა სახელმწიფო მოხელეები აღარ იქნებიან ვალდებული ევროკავშირის სამიტებსა და შეხვედრებს დაესწრონ.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციას დატოვებს. ამავე დროს, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ისევ იქნება გადამწყვეტი სასამართლო ორგანო.
ევროპარლამენტში დიდი ბრიტანეთი ავტომატურად დაკარგავს თავის 73 ადგილს. აქედან გამომდინარე, ისეთ ცნობილ სახეს, როგორიც ნაიჯელ ფარაჯია, ევროპარლამენტში ვეღარ ვიხილავთ.
ქვეყანას შეეძლება, რომ თავისუფალი სავაჭრო მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროკავშირში ყოფნის პერიოდში დიდი ბრიტანეთი, მაგალითად, აშშ-სა და ავსტრალიასთან დამოუკიდებლად მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებდა.
დაიხურება დიდი ბრიტანეთის ბრექსიტის დეპარტამენტი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. დეპარტამენტი 2016 წელს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ შექმნა.
თითქმის 30 წლის შემდეგ დაბრუნდება ლურჯი პასპორტები, რომელიც ევროკავშირში გაწევრების შემდეგ ბორდოსფერი დიზაინით ჩანაცვლდა. 2017 წელს ცვლილებაზე საუბრისას იმიგრაციის მინისტრმა, ბრენდონ ლიუსმა აღნიშნა, რომ ბრუნდება "საკულტო" ლურჯი პასპორტი, რომელიც პირველად 1921 წელს დამზადდა. ახალი ფერის პასპორტის პარალელურად, ბორდოსფერი პასპორტიც ვალიდური იქნება.
პარასკევს მიმოქცევაში ჩაეშვება ბრექსიტის სიმბოლური 50 პენსი. მას დატანილი იქნება თარიღი "31 იანვარი" და წარწერა: "მშვიდობა, კეთილდღეობა და მეგობრობა ყველა ერთან". მსგავსი მონეტის გავრცელებას ხელისუფლება 31 ოქტომბერსაც აპირებდა, თუმცა ბრექსიტი მაშინ გადაიდო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ნაიჯელ ფარაჯი და ბრექსიტის სხვა მომხრეები წვეულებას გამართავენ და ევროკავშირში ყოფნის ბოლო წამებს ერთად დაითვლიან.
გარდამავალი პერიოდი მთლიანად ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებს დაეთმობა. ამ ხნის განმავლობაში ისინი ვაჭრობაზე, უსაფრთხოებაზე, თევზაობაზე, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ.
პრიორიტეტულ საკითხად ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა რჩება. გარდამავალ პერიოდში ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მხარეები თამაშის ახალ წესებზე შეთანხმებას შეეცდებიან. როგორც ცნობილია, ევროკავშირი ნულოვან ტარიფებსა და ნულოვან კვოტებს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დიდი ბრიტანეთი ნულოვან დემპინგის პირობას დადებს, ანუ არ დაუწევს სოციალურ და ეკოლოგიურ სტანდარტებს, რათა ევროკავშირი შეავიწროვოს.
სავაჭრო საკითხების გარდა, შესათანხმებელია პოლიტიკური თემებიც. მაგალითად, გერმანიაში გაქცეულ დამნაშავეებსა და ბრალდებულებს დიდი ბრიტანეთში ვერ დააბრუნებენ. გერმანიის კონსტიტუცია კრძალავს საკუთარი მოქალაქეების გადაცემას, თუ ეს ევროკავშირის ქვეყნებში არ ხდება.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გარდამავალ პერიოდში დაკავების ევროპული ორდერი მუშაობას ისევ გააგრძელებს.
ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის საზღვრისა საკითხი არაერთხელ გამხდარა ბრექსიტის შეთანხმების ჩაშლის მიზეზი. ბორის ჯონსონის გეგმის თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საერთო სავაჭრო სივრცეში რჩება, თუმცა სტორმონტს (ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტს) შეუძლია, კენჭისყრით შეთანხმება გააუქმოს.
გარდამავალი პერიოდის ბოლოს ჩრდილოეთ ირლანდია სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში ევროკავშირის წესებს ისევ დაემორჩილება, დიდი ბრიტანეთის დანარჩენი ნაწილი — არა.
მთელი დიდი ბრიტანეთი დატოვებს საბაჟო კავშირს, თუმცა ევროკავშირის საბაჟო პროცედურები ისევ გატარდება დიდი ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმავალ საქონელზე, რათა ირლანდიის საზღვარზე შემოწმება აღარ მოხდეს.
აღნიშნული გეგმა სტორმონტში არ მოსწონთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ვაჭრობას შეუშლის ხელს.
გეგმაში აღნიშნულია, რომ სატრანზიტო პერიოდის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტს შეუძლია გადაწყვიტოს აღნიშნული შეთანხმების გაგრძელება. კენჭისყრის მიხედვით კი ახალი პროცედურების გატარება იქნება საჭირო.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები