კორონავირუსის გამო 213 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულია — 9 692
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა. ამავე დროს, დაინფიცირებულთა რიცხვმა 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დეტალურ რეკომენდაციებს გაავრცელებს, თუმცა აქამდეც ისინი ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებდნენ. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის იმ კორონავირუსის სუბტიპი, რომელიც მსოფლიოშია გავრცელებული, საქართველოში ჯერ არ აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ 4 თებერვლისთვის უკვე ექნებათ.
"მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული იმპორტი ინფექციისა, მაგრამ თუ ეს იქნა, გადაუდებელი ზომები დროულად გატარდება", — განაცხადა გამყრელიძემ.
გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ გერმანიაში, აშშ-ში, ვიეტნამსა და იაპონიაში ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების რვა შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, ეს ადამიანები ჩინეთში ნამყოფი არ იყვნენ და მათ ვირუსი ჩინეთში ნამყოფი ადამიანებისგან გადაედოთ.
ამირან გამყრელიძის თქმითვე, ყველა პრევენციული ზომა ადამიანის უფლებებთან არის დაკავშირებული:
"რა თქმა უნდა, მგზავრობას თქვენ დღეს ვერ შეზღუდავთ. ღიაა საზღვრები, ამიტომ ძლიერ ასეთ შეზღუდვას აკეთებს ერთი ქვეყანა ჩრდილოეთ [რუსეთი], არ მინდა დავასახელო. ახლა ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ მე ჩავკეტე ყველა ჩემი საზღვარი და არავის შემოვუშვებთ. დანარჩენი ქვეყნები ღია არიან, მაგრამ ატარებენ პრევენციულ ზომებს, მზად ყოფნა არის ისეთი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი, ეს გარკვეულად დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან, რომელიც ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა. ამიტომ ძალიან რთულია ამხელა ქვეყნის, ჩინეთის იზოლაციაში მოქცევა".
გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საერთაშორისო საგანგებო რეჟიმს განმარტავს როგორც გამორჩეულ შემთხვევას, რომლის დროსაც "დაავადების გლობალური გავრცელება სხვა ქვეყნებისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს" და, შესაძლოა, საჭიროებდეს "კოორდინირებულ საერთაშორისო საპასუხო ქმედებას".
საერთაშორისო საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს, ტედროს გებრეისუსს ვირუსის გავრცელების შესაზღუდად ქვეყნებისთვის რეკომენდაციების გაცემის უფლება ეძლევა. ეს მოწოდებები, შესაძლოა, მოიცავდეს რჩევებს, მაგალითად, სასაზღვრო კონტროლის შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს კი 2005 წელს ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების დოკუმენტის მიხედვით მიღებული რჩევების გათვალისწინება ევალებათ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები