გიორგი გახარია გაზაფხულზე ვაშინგტონს ეწვევა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. შესაბამისი ინფორმაცია On.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მანამდე, ამერიკულმა გამოცემამ, The Hill, გამოაქვეყნა ექსპერტ იანუშ ბუგაჟსკის მოსაზრება, სადაც ნათქვამია საქართველოს პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ.
"გიორგი გახარიას ვაშინგტონში ვიზიტით ხაზი გაესმევა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში", — წერია სტატიაში.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თებერვლიდან აშშ-ს კონგრესში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტია დაგეგმილი. თალაკვაძის თქმით, ამერიკელ კონგრესმენებთან "ინტენსიურ კომუნიკაციას" გამართავენ და პოლიტიკურ კონტექსტზეც "სრულ არგუმენტაციას" მიაწვდიან.
ვიზიტები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა მთავრობას კრიტიკული წერილები გაუგზავნეს. მათი შეშფოთების საფუძელი გახდა პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდება, უზენაეს მოსამართლეების არჩევის პროცესი, საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლა და ა.შ.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატებმა კრიტიკა კონგრესმენების "პირად ინტერესებსა" და "ცალმხრივ ინფორმაციას" დააბრალეს.
კონგრესმენების/სენატორების კრიტიკა
29 იანვარს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. წერილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. სენატორები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი გადაიხედოს.
გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:
- აშშ-ს სენატის წევრები საქართველოს მთავრობას გამაფრთხილებელი წერილით მიმართავენ
- პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს — სენატორები
გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე:
- საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა საჩუქარია პუტინისთვის — კონგრესმენი
- გაოგნებულები ვართ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო — კონგრესმენები გახარიასთვის მიწერილ წერილში
- საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით — ამერიკელი კონგრესმენი გახარიას
- პოლიტიკური დევნა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია — აშშ-ს ოთხი კონგრესმენის წერილი გახარიას
- არჩევნები, ანაკლიის პორტი, FB-ს გაუქმებული ანგარიშები — რა საკითხებზე მიწერეს კონგრესმენებმა გახარიას
- პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, უზენაესი სასამართლო — ჰელსინკის სენატორის წერილი
- საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს — კონგრესმენი პიტ ოლსონი
- ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტია — კონგრესმენი პიტ ოლსონი
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები