ჩინეთს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ფილიპინებში ახალი კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი კაცი, რომელიც ფილიპინებში უხანიდან იყო ჩასული, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გარდაცვლილი კაცი ფილიპინებში ჩასვლამდე იყო ვირუსით დაავადებული.
ამ დროისთვის კორონავირუსის შეთხვევა 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცლილთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, დაავადებულთა კი — 14 ათასს.
მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტა. BBC-ის ცნობით, აშშ-სა და ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყო, ქვეყანაში არ შეუშვებენ. მანამდე, მსგავსი აკრძალვა დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოგზაურობის აკრძალვას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. მათი თქმით, ეს დააზიანებს ეკონომიკას და გაართულებს ინფორმაციის გაზიარებას. WHO-ს რეკომენდაციაა, დაიწყოს სამედიცინო სკრინინგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, რადგან ქვეყნებში არალეგალურად შესვლით, საზღვრების ჩაკეტვა დააჩქარებს ვირუსის გავრცელებას. მოგზაურობის აკრძალვა გააკრიტიკა ჩინეთმაც. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინგის თქმით, ეს ნამდვილად არ არის კეთილი ნების ჟესტი.
საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა და ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები