კორონავირუსის გამო ჰონგ-კონგში საავადმყოფოს პერსონალი ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს
BBC-ის ცნობით, ჰონგ-კონგში, სადაც კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, საავადმყოფოს ასობით თანამშრომელი ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით გაიფიცა. მათი თქმით, ეს შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს.
მანამდე, ჰონგ-კონგმა შეაჩერა სარიკინიგზო და საზღვაო მომსახურება, თუმცა საავადმყოფოს პერსონალი ითხოვს, სრულად ჩაიკეტოს საზღვარი. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საზღვრის ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.
"თუკი საზღვარს სრულად არ ჩაკეტავთ, ადამიანური რესურსი, დამცავი აღჭურვილობა და იზოლირებული ოთახები არ გვეყოფა ეპიდემიის აფეთქებასთან საბრძოლველად", — ამბობს საავადმყოფოს თანამშრომელთა ალიანსის თავმჯდომარე, ვინი იუ.
ალიანსის წევრების განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ხვალიდან, 4 თებერვლიდან გაფიცვას წინა ხაზზე მომშავე ექიმები და მედდებიც შეუერთდებიან.
ჰონგ-კონგი ჩინეთის ნაწილია, თუმცა ინარჩუნებს ავტონომიას. ორ ქვეყანას შორის საზღვარი ისეთივეა, როგორც საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე. გადაადგილების აკრძალვასთან ერთად ჩინეთმა შეწყვიტა ვიზების გაცემა ჰონგ კონგში წამსვლელთათვის.
მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტა. პირველ თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყო, აშშ-სა და ავსტრალიაში არ შეუშვებენ. მანამდე, მსგავსი აკრძალვა დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოგზაურობის აკრძალვას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. მათი თქმით, ეს დააზიანებს ეკონომიკას და გაართულებს ინფორმაციის გაზიარებას. WHO-ს რეკომენდაციაა, დაიწყოს სამედიცინო სკრინინგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები