ჰონგ-კონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი კორონავირუსის გამო უკვე 427 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ადმინისტრაციულ რეგიონში, ჰონგ-კონგში. დაინფიცირებულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთს გარეთ კორონავირუსის 185 შემთხვევა დაფიქსირდა 20-მდე ქვეყანაში და აქედან მხოლოდ ფილიპინებში გარდაიცვალა ერთი ადამიანი. გამოცემისვე ინფორმაციით, ჰონგ-კონგში გარდაცვლილი 39 წლის კაცი ერთი თვის წინ უხანში იყო გამგზავრებული.
მანამდე ჰონგ-კონგის საავადმყოფოს ასობით თანამშრომელი ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით გაიფიცა. მათი თქმით, ეს შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს.
მანამდე, ჰონგ-კონგმა შეაჩერა სარიკინიგზო და საზღვაო მომსახურება, თუმცა საავადმყოფოს პერსონალი ითხოვს, სრულად ჩაიკეტოს საზღვარი. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საზღვრის ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.
მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტა. აშშ-სა და ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყო, ქვეყანაში არ შეუშვებენ. მანამდე, მსგავსი აკრძალვა დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოგზაურობის აკრძალვას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. მათი თქმით, ეს დააზიანებს ეკონომიკას და გაართულებს ინფორმაციის გაზიარებას. WHO-ს რეკომენდაციაა, დაიწყოს სამედიცინო სკრინინგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, რადგან ქვეყნებში არალეგალურად შესვლით, საზღვრების ჩაკეტვა დააჩქარებს ვირუსის გავრცელებას. მოგზაურობის აკრძალვა გააკრიტიკა ჩინეთმაც. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინგის თქმით, ეს ნამდვილად არ არის კეთილი ნების ჟესტი.
საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა და ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები