მმართველი პარტიის დეპუტატი პარლამენტში, რევაზ არველაძე ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. ასე უპასუხა დეპუტატმა მთავარი არხის კითხვას, რომელიც UNICEF-ის კვლევას შეეხებოდა და საქართველოში სიღარიბეს აღწერდა.

"ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ, რომ [ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ]... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა", — განაცხადა არველაძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ეს კვლევა 2016 წელს გახდა საჯარო და სწორედ ამ შედეგების შემდეგ გადააყენეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.