დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ყველა მადლიერი დარჩა — შოთაძე ივანიშვილი-ხაზარაძე-ჩხარტიშვილის შეხვედრაზე
გენერალური პროკურორობის კანდიდატი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძის და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის დეტალებს "ვერ იხსენებს", თუმცა ახსოვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ყველა "მადლიერი" დარჩა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ შოთაძეს კითხვა საპროკურორო საბჭოში გასაუბრებაზე ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ დაუსვა.
კახიძე დაინტერესდა, რა სტატუსით ესწრებოდა მაშინდელი მოქმედი გენერალური პროკურორი ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას.
შოთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან როგორ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროექტზე სასაუბროდ იყო მისული, რომელსაც მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის ხელი უნდა შეეწყო.
"ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან რეჟიმში. დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. ერთადერთი რაც მახსოვს, ამ შეხვედრის მერე ყველა მხარე იყო კმაყოფილი და მადლიერი ამ შეხვედრის გამართვის გამო. ძალიან ბევრ კერძო პირს ვხვდებოდი, შეიძლება ოფისში, გარეთ, რესტორანში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი მის ბიზნესცენტრში. ეს იყო პროკურატურის საქმიანობასთან, ეს იყო კონკრეტულ პროექტზე, რასაც შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელი შეეწყო. ზოგადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და სწორედ ამ მიზნით იყო საუბარი", — განაცხადა შოთაძემ.
12 სექტემბერს TV პირველის გადაცემა რეაქციაში მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თიბისი ბანკისგან 30 მილიონი დოლარის მიღებას ცდილობდა. მან თქვა, რომ ამ საკითხზე სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრა ჰქონდა. ამ შეხვედრას კი ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ესწრებოდა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. გენერალური პროკურორობა 16 კანდიდატს სურს.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.
პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო. არასამთავრობოები მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები