კარლო კოპალიანს პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილებას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წევრები.

"მე მინდა შევქმნა ამ დარბაზში პრეცედენტი როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალიათად იქცეს მომავალში. სამადლობელი იქნება ჩემი გამოსვლის ლაიტმოტივი", — განაცხადა კოპალიანმა პარლამენტში გამოსვლის დაწყებისას.

დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს კოპალიანმა სამადლობელ სიტყვაში, ასევე, მოიხსენია საკუთარი ამომრჩეველი, მედია, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობა და თავისი თანაგუნდელები. კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას დაიკავებს, რაც რეგლამენტის მიხედვით დეპუტატის საქმიანობასთან შეუთავსებელია.