მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის კელიაში მოკლული კაცი იპოვეს. On.ge-ს ინფორმაციით, მოკლული სასულიერო პირი არ არის და მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მკვლელობა ეპარქიაში შეფარებულმა პირმა ჩაიდინა და მონასტრიდან გაიქცა.

როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.