გართობამ სეზონი არ იცის — კომუნა მზესუმზირას პროექტი საზამთრო 14 თებერვალს ბრუნდება
თუ ზაფხულამდე დღეების დათვლა გიწევთ იმისთვის, რომ საყვარელი ელექტრონული მუსიკის ფესტივალებისთვის მოემზადოთ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ზამთრის ერთფეროვნება დროზე ადრე სრულდება, რადგან კომუნა მზესუმზირა საზამთროს ფესტივალით ბრუნდება.
საზამთრო ახალი პროექტია, რომელიც კლუბისა და ფესტივალის ნაზავია, თუმცა სინამდვილეში იმაზე მეტია, ვიდრე ეს ორი ერთად. ეს სივრცეა, სადაც შეძლებთ იცეკვოთ ისე, თითქოს არავინ გიყურებთ და დატკბეთ უცხო ესთეტიკისა და კონცეფციის გარემოთი. სივრცე, სადაც ქალაქის ყოველდღიური რუტინა და პრობლემები ვერ აღწევს.
ფესტივალი მთაწმინდაზე იმართება. ამ ტერიტორიაზე მზესუმზირას ახლა უკვე ორი პროექტი აქვს: ერთს eZo Festival-ის სახელით ვიცნობთ, მეორეს კი საზამთრო ჰქვია.
საზამთროს პირველი წვეულება ყველაზე საზამთრო დღესასწაულს, ახალ წელს დაემთხვა. მეორე წვეულებამ ახალი წლისგან გამოყოლილი ჟრიამული 24-საათიან გუგუნად აქცია, მესამე წვეულება კი 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს გაიმართება.
რა დაგხვდებათ
საზამთროს ორი სცენა აქვს: ოდა და სკა. სკა სპეციალურად საზამთროსთვის შექმნილი პატარა მყუდრო სცენაა, სადაც დიჯეი სეტების გარდა, მუსიკალურ სელექციასაც ხშირად შეხვდებით, ოდა კი ჰაუსსა და მინიმალს დაუთმობს ადგილს, მისი სივრცე კი ექსკლუზიური და გამორჩეულია — დიდი გამჭვირვალე ფანჯრებიდან ეზოსა და ქალაქზე ჯადოსნური ხედი იშლება.
გარდა ამისა, არის სამი სხვადასხვა მოსასვენებელ/გასართობი სივრცე, მათ შორის ისეთიც, სადაც გემრიელი პიცის საჭმელად შეგიძლიათ ჩამოჯდეთ. თუ ხედიც გინდათ და თბილი ხელებიც, შეგიძლიათ გარეთ ცეცხლს მიეფიცხოთ. ჩამოთვლილი ადგილები ერთმანეთთან გამჭვირვალე გვირაბებით არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ საზამთრო 24-საათიანი წვეულებაა. პარასკევს ღამის 11-ზე იწყება და შაბათს ღამის 11 საათამდე გრძელდება. შესაბამისად, პარასკევს თუ სამსახურის მერე ცეკვის თავი არ გექნებათ, შეგიძლიათ შაბათს მოწესრიგებულ-გამოძინებული შეუერთდეთ უფრო თავზეხელაღებულ სტუმრებს.
ისევე, როგორც მზესუმზირას სხვა ივენთებზე, ტექნოპარკის მიმდებარე პარკინგიდან და მთაწმინდის პარკის პარკინგიდან, ამჯერადაც იმოძრავებს მიკროავტობუსები, რომლითაც დანიშნულების ადგილას მოხვდებით.
ვინ დაუკრავს
14 თებერვალს საზამთროს ჯაილს სმიტი ეწვევა, პროექტით Secretsundaze. Secretsundaze მუსიკალური ლეიბლი და ივენთების სერიაა, რომელმაც ევროპაში დღის ფართების რევოლუცია მოახდინა. ეს შეფასება კი, არც მეტი, არც ნაკლები Time Out London-ს მოვპარეთ.
იმ ყველაფრის მიღმა, რასაც Secretsundaze დღესდღეობით წარმოადგენს ანუ დიჯეი/პროდიუსერების დუეტი, გამორჩეული ფართი ბრენდი და ლეიბლი - ეს პროექტი იმის მაგალითია, როგორ უნდა მოაჯადოვო მსმენელი: იმის მიუხედავად, მარტო უკრავ სეტს თუ სხვასთან ერთად.
ყოველთვიური Secretsundaze All Night Long ლონდონის პატარა და განსაკუთრებულ კლუბ The Pickle Factory-ში ფერადი მუსიკალური თავგადასავლებითაა სავსე და ჰაუსს, ტექნოს, გარაჟსა და სხვა ნებისმიერ ჟანრს შორის დახტის.
Secretsundaze ხშირად უზიარებს თავის განუმეორებელ ატმოსფეროს მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებს - Panorama Bar, The Block, Robert Johnson-ს, ასევე, როგორც ბრენდი, მასპინძლობს შოუქეისებს ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა Gottwood ან Glastonbury.
რა თქმა უნდა, ქართველი მუსიკოსების გარეშე არც ამჯერად გამოვა რამე: საზამთროზე 14 თებერვალს დაუკრავენ ბათუმელი არტისტი Benja, მზესუმზირას რეზიდენტები, Ako Von Unten, Vasil და RATI, გალერის ბუქერი და რეზიდენტი Nicole, 4GB-ის გუნდის წევრი Nika J და არაჩვეულებრივი სელექტორი და დიჯეი Khvedeliani.
თუ შეყვარებული არ მყავს...
კომუნა მზესუმზირა პირობას დებს, რომ იქნება თქვენი შეყვარებული
რამდენიმე დეტალი:
- ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ ბმულზე: https://tickets.mzesumzira.com/
- მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ყველას უნდა, გაყიდვაში მხოლოდ 1000 ბილეთია.
- საზამთროს უკეთ გასაცნობად და დეტალების გასაგებად, თვალი უნდა ადევნოთ ამ ფეიჯს.
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები