ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გარე განათება და ანიმაცია ღონისძიების ფორმატისა და შინაარსის მიხედვით შეიცვლება. შესაბამისი ვიდეო შპს სტადიონმა გაავრცელა.

ახალი საფეხბურთო სტადიონი უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და 20 ათასს მაყურებელზეა გათვლილი. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და დასრულება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება.