კორონავირუსის პრევენციისთვის გამყრელიძე საჯარო და კერძო დაწესებულებებს, მერიებსა და მედიებს დახმარებას სთხოვს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქალაქების მერიებს, საჯარო და კერძო დაწესებულებებსა და მედიებს კორონავირუსის პრევენციისთვის დახმარებას სთხოვს. ის სწორი ინფორმაციის გავრცელებისა და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგებისკენ მოუწოდებს, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ხელძღვანელებს, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
გამყრელიძე განმარტავს, რომ სანამ კორონავირუსის საფრთხე არსებობს, პრევენციის მექანიზმები მნიშვნელოვანია, ცნობიერების ამაღლება კი ყველაზე ეფექტურია. ამიტომ, ის მოუწოდებს ქალაქების მერიებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოყონ სარეკლამო ადგილები რეკომენდაციების გასავრცელებლად.
"მივმართავ დიდი ქალაქების მერიებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თბილისის მერიას. უამრავი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრასნპორტით, ავტობუსებით, მეტროთი და ტაქსებით. თუ შესაძლებელია, ამ პერიოდში დავუთმოთ გარკვეული სარეკლამო ადგილები იმ გაფრთხილებებსა და გზავნილებს, რასაც ვავრცელებთ. მეტროში და ავტობუსში ყოფნისას, როგორც წესი ადამიანები კითხულობენ და ეს კარგად აპრობირებული მეთოდია", — აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მან სთხოვა მედიებს, სურვილის შემთხვევაში, გააშუქონ ან სოციალურ რეკლამად გაუშვან რეკომენდაციები.
"მედიების უმრავლესობა არის კერძო და ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს ვინმეს რამე დავავალოთ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთხოვოთ მათ. თუ შესაძლებელია, ამ მდგომარეობაში ვისარგებლოთ და ის აუცილებელი ინფორმაციები, რომლებიც ძალიან ბევრია ჩვენს ვებ-გვერდზე, განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ მთავარი ღონისძიება, როგორც სოციალური რეკლამა, პერიოდულად გაუშვით ხოლმე თქვენს გადაცემებში", — განაცხადა მან.
გამყრელიძემ სამედიცინო, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს, ასევე, იმ სივრცეების ხელმძღვანელებს, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია სთხოვა, რომ მაქსიმალურად შეეცადონ სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგება.
"განსაკუთრებით მინდა მივმართო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს, ბაგა-ბაღებს, სკოლებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომც არ იყოს საშიშროება კორონავირუსული ინფექციის, გრიპის სეზონია ქვეყანაში და რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორი ჰიგიენური საშუალებების დაცვა", — განაცხადა მან.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 7 თებერვლის მონაცემებით, დაფიქსირებულია კორონავირუსის 3 143 ახალი შემთხვევა, მათგან 962 მძიმედ მწვავედ მიმდინარე. ბოლო მონაცემებით, სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 31 161 შემთხვევა, საიდანაც გარდაცვლილია 636 და გამოჯანმრთელებული —1 540.
ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. ამ ეტაპზე საქართველოში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გაიგეთ მეტი
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
კომენტარები