იაპონიაში კარანტინში მყოფი საკრუიზო ლაინერის კიდევ 41 მგზავრს კორონავირუსი აღმოუჩინეს
იაპონიაში გაჩერებული საკრუიზო ლაინერის კიდევ 41 მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. საკრუიზო ლაინერი Diamond Princess, რომლის ბორტზე 3 700 ადამიანია, ორ კვირაზე მეტია კარანტინშია და იოკოჰამაშია გაჩერებული. ჯამში კორონავირუსით 61 მგზავრია დაინფიცირებული.
ლაინერის მგზავრების შემოწმება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 80 წლის ჰონგ-კონგელ კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გემზე 20 იანვარს იოკოჰამაში ავიდა და 25 ჰონგ-კონგში ჩამოვიდა.
დაინფიცირებულებს შორის ყველაზე მეტი იაპონიის მოქალაქეა (28). გარდა ამისა, კორონავირუსი აქვთ აშშ-ს (11), ავსტრალიის (7), კანადის (7), ჩინეთის (3), დიდი ბრიტანეთის (1), ახალი ზელანდიის (1), ტაივანის (1), ფილიპინებისა (1) და არგენტინის (1) მოქალაქეებს.
Diamond Princess-ზე კარანტინი 19 თებერვლამდე გაგრძელდება, თუმცა მედიკამენტების მიწოდების პრობლემა უკვე გაჩნდა. ერთ-ერთმა იაპონელმა მგზავრმა გემბანიდან იაპონიის დროშა გადმოფინა წარწერით "მედიკამენტების დეფიციტი". იაპონურმა ტელეკომპანიამ კი ნაპირიდან ბანერით იკითხა "რომელი მედიკამენტი?".
გარდა ამისა, კიდევ ერთი საკრუიზო ლაინერი World Dream ჰონგ-კონგში კარანტინში მოექცა მას შემდეგ, რაც რვა ყოფილ მგზავრს ახალი ვირუსი აღმოაჩნდა. ლაინერზე 3 600 ადამიანია და ჯერჯერობით არც ერთ მათგანს ახალი ტიპის ვირუსზე დადებითი პასუხი არ ჰქონია.
ახალ კორონავირუსს მწვავე რესპირატორული ინფექციის გამოწვევა შეუძლია, რამაც შესაძლოა ლეტალური შედეგი მოიტანოს. ახალი ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა და ჩინეთის გარდა, 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.
კორონავირუსის გამო უკვე 636 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 31 ათასს გადააჭარბა. ჩინეთს გარეთ მხოლოდ ორი ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებსა და ჰონგ-კონგში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები