როგორ გავზარდოთ გაყიდვები სუპერმარკეტში
გარდა იმისა, რომ თქვენს სუპერმარკეტში უნდა გქონდეთ სწრაფი პროგრამა მაღაზიისთვის, მოლარეს რომ ხელი არ შეეშალოს, ასევე კარგი რეპორტინგ და საბუღალტრო პროგრამა და აუცილებლად პოზიტიური თანამშრომლები, არსებობს რამდენიმე ეფექტიანი "ხრიკი," რომლებსაც სუპერმარკეტების მენეჯერები გაყიდვების გაზრდისთვის იყენებენ.
მაშ ასე:
1. ძირითადი სურსათის განლაგება
ისეთი პროდუქტები, რასაც მომხმარებელი ყოველდღიურად მოიხმარს, მაგალითად, პური, ზეთი, ყავა და სხვა სჯობს ერთმანეთისგან მოშორებით იყოს განთავსებული. ამგვარად, მომხმარებელი სუპერმარკეტში ბევრად მეტ დროს ატარებს, მეტ ადგილზე გადაადგილდება, მეტ პროდუქციას ათვალიერებს მისდა უნებურად და შესაბამისად მეტსაც ყიდულობს.
2. თაროების სიმაღლე
როგორ ფიქრობთ რა ხვდება თვალში პირველი რიგში მომხმარებელს? ის, რაც მისი თვალის სიმაღლეზეა. მწარმოებლები ხშირად დამატებით თანხას იხდიან იმისთვის რომ მათი პროდუქცია სწორედ ამ თაროებზე განლაგდეს. რაც შეეხება შედარებით დაბალ თაროებს, მათზე ბავშვებისთვის განკუთვნილი ნივთები თავსდება ხოლმე.
3. პროდუქტების დაჯგუფება
ხშირად სუპერმარკეტში ერთი პროდუქტი მეორეს ყიდის. მაგალითად, მომხმარებელი, რომელსაც სენდვიჩის ძეხვის შეძენა აქვს გადაწყვეტილი, დიდი ალბათობით, სენდვიჩის ყველსაც შეიძენს (თუ იქვე იქნება). მოკლედ რომ ვთქვათ, მომგებიანია, რომ ერთმანეთთან მისაყოლებელი პროდუქცია ერთად ეწყოს.
4. შეფუთვა
საინტერესოა, რომ მომხმარებლები, თითქმის ორჯერ მეტ თანხას იხდიან შეფუთულ პროდუქციაში. მაგალითად, დაფასოებული 1 კგ. ვაშლი შეფუთვით უფრო მეტი ღირს, ვიდრე წონით გასაყიდი ვაშლი. როგორც ჩანს, დაფასოებული პროდუქცია მომხმარებელში მეტ ნდობას იმსახურებს ხარისხის მხრივ.
5. დარბაზის ინტერიერი
სუპერმარკეტების მენეჯერები ხშირად განგებ ავიწროებენ თაროებს შორის გასასვლელ მანძილს. ეს ეფუძნება მარტივ ფსიქოლოგიურ ფაქტორს — თაროებს შორის ადგილი ემსგავსება გზას, რომელსაც ძალაუნებურად მივყვებით. ასე ბევრად მეტ ადგილს გავივლით სუპერმარკეტში. წამოიდგინეთ დარბაზში რომ არ იყოს რიგები და იყო გაშლილი სივრცე, კოორდინაცია ბევრად რთული იქნებოდა.
6. მუსიკა
წყნარი და მშვიდი მუსიკა დადებითად მოქმედებს გაყიდვებზე. სუპერმარკეტში შემოსული მომხმარებელი დუნდება, ბევრად ნელა მოძრაობს, უფრო მეტ პროდუქციას ათვალიერებს და შესაბამისად მეტს ყიდულობს.
7. არომატი
მადისაღმძვრელი არომატები მომხმარებებს ანდომებს, რომ იმაზე მეტი საკვები შეიძინონ, ვიდრე აპირებდნენ. გქონიათ ისეთი შემთხვევა საკონდიტრო მაღაზიას რომ ჩაუვლით და ვანილის არომატი ტრიალებს? უფრო ხშირად კი პირიქით ხდება, ჯერ ვანილის არომატს ვგრძნობთ, მივყვებით და მერე აღმოვაჩენთ, რომ სურნელს თურმე საკონდიტროსკენ მივყავდით.
8. რიგი
მომხმარებლებისთვის რიგში დგომა მოსაბეზრებელი და ტყუილად დაკარგული დროა. თუმცა დროის ამ მონაკვეთს მომგებიანად იყენებენ სუპერმარკეტის მენეჯმენტი. ალბათ შეგინიშნავთ 1000 წვრილმანი, რომელიც სალაროსთან დევს. ალბათ ისეთი შემთხვევაც გქონიათ საერთოდ რომ არ აპირებდით იმ პროდუქტის შეძენას, მაგრამ სანამ თქვენი გადახდის ჯერი მოვიდოდა უკვე საყიდლებს შორის აღმოჩენილა. ეს იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნით მოხვდა თქვენი ყურადღების არეში, ოდნავ ლამაზი შეფუთვა ან კარგი რეკლამა და მისია შესრულებულია.
9. სუპერმარკეტის ინვენტარი
გარდა იმისა, რა სიმაღლეზეა განლაგებული თაროები და რამდენად ვიწროა თაროებს შორის გასავლელი დერეფანი, მნიშვნელობა იმასაც აქვს რა ზომისაა სუპერმარკეტში პროდუქტების მოსათავსებელი კალათები. რაც უფრო დიდ კალათებია სუპერმარკეტში, მით უფრო ცოტა გვეჩვენება მასში დაგროვილი პროდუქტი და ჩვენდა უნებურად ვამატებთ.
10. დაგროვების ბარათები და ფასდაკლებები
დაგროვების ბარათები და ფასდაკლებები მომგებიანია როგორც მომხმარებლისთვის, ისე სუპერმარკეტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტი თითოეული ფასდაკლებული პროდუქტიდან ნაკლებ შემოსავალ იღებს, საერთო ჯამში მაინც მოგებულია, იმიტომ, რომ ის რაოდენობრივად მეტ ყიდის. მომხმარებელიც მოგებულია — სასურველ ნივთს ნაკლებ ფასად ყიდულობს, თუმცა აქ არის ერთი პატარა ხრიკი. მომხმარებელი ხშირად ისეთ ნივთსაც ყიდულობს, რომელსაც იმ მომენტში არ იყიდდდა რომ არა ფასდაკლება.
როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ სუპერმარკეტის გარემო გავალამაზოთ, თანამშრომლები წავახალისოთ, თანამედროვე მაღაზიის პროგრამა შევარჩიოთ, დახლები ხარისხიანი პროდუქტით შევავსოთ და კიდევ მრავალი ნაცადი ხერხი გამოვიყენოთ, არსებობს პატარა ნიუანსები, რომელიც ჩვენი გაყიდვების დინამიკაზე დადებითად იმოქმედებს და თანაც არანაირ დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს.
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
კომენტარები