ადვოკატი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომის გადადებას ითხოვს
თიბისის საქმეზე ბრალდებული ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის მხარე სხდომის გადადებას ითხოვს. ადვოკატი დღეს, 10 თებერვლის სხდომაზე, სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
TV პირველის მფლობელი, ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ყოველდღიურ პროცესებს უკავშირებს:
"ამდენი საათი ყოველდღე სასამართლოში.. გამოიღო შედეგი. ჩვენიადვოკატი დააყენებს შუამდგომლობას, გადადონ პროცესი, თუ არა, მოუწევთ მისი საკაცით ტარება".
6 თებერვალს, საღამოს TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მან მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა.
"დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა", — თქვა ვატო წერეთელმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციას პირდაპირ ეთერში.
მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძე თიბისის საქმეს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდა. ამ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია ავთანდილ წერეთელი. წინა სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლე არევაძე "მიკერძოებულობაში" დაადანაშაულა. მათი თქმით, მოსამართლე საქმეს "ფორსირებულად განიხილავს", რადგან ახლოვდება არჩევნები.
27 აგვისტოს ფულის გათეთრების ხელშეწყობის საქმეში ავთანდილ წერეთელს აღკვეთი ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. ავთანდილ წერეთელი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ხოლო ოჯახი მცირე შემოსავალს TV პირველიდან იღებს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები