თბილისში, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ყოფილმა ქმარმა ქალი დაჭრა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დგება.