5 საუკეთესო წიგნი თინეიჯერების პრობლემების შესახებ
ფოტო: Lacie Slezak / Unsplash
მოყვარული მკითხველებისთვის მსოფლიო ლიტერატურა ხშირად მხოლოდ ორ კატეგორიად იყოფა: უფროსებისა და პატარების საკითხავი. არადა თუ მაინცდამაინც ამ ხისტად შეზღუდული მნიშვნელობით განვსაზღვრავთ მხატვრულ ლიტერატურას, მათ შორის კიდევ ერთ გარდამავალ "ჟანრს" — თინეიჯერების საკითხავს აღმოვაჩენთ.
თინეიჯერების შესახებ დაწერილ წიგნებს უფროსები ხშირად ითვალწუნებენ და "არასერიოზულ ლიტერატურად" მიიჩნევენ. ასეთებს, ალბათ, ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში არ წაუკითხავთ და ჰოლდენ კოლფილდთან ერთად კლდის პირას არ ურბენიათ. ამიტომ, მათ მხოლოდ უნდა თანავუგრძნოთ.
გარდა იმისა, რომ მოზარდების შესახებ დაწერილი წიგნი, რა თქმა უნდა, ყველა იმ ლიტერატურულ ღირებულების მატარებელი შეიძლება იყოს, რითიც სხვა საქვეყნოდ აღიარებული ნაწარმოები იწონებს თავს, ამავდროულად ის არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ მოზარდმა მუდმივად ცვალებად სხეულში დაგროვილ ემოციების ზღვაში გადარჩენა ისწავლოს, ზრდასრულმა მკითხველმა კი მათ რთულ ხასიათს უკეთესად გაუგოს.
ახლა სწორედ ხუთი ასეთი წიგნის შესახებ გიამბობთ.
1. მარტოსულობის უპირატესობანი — სტივენ ჩბოსკი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ამერიკელმა მწერალმა, სტივენ ჩბოსკიმ მეოცე საუკუნის მიწურულს, 1999 წელს დაწერა წიგნი, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე თინეიჯერების შესახებ დაუწერიათ. მარტოსულობის უპირატესობანი პირველივე გვერდიდან თავისი თხრობის სტილით გხიბლავს: მთელი წიგნი წერილებითაა აწყობილი — 15 წლის ჩარლი სრულიად უცნობ ადამიანს თავისი ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტორი მკითხველს ერთგვარ უხერხულობას უქმნის (კითხვის პროცესში გგონია, რომ სხვის ცხოვრებაში დაუმსახურებლად იჭყიტები), ამავდროულად თავს განსაკუთრებულადაც გრძნობს, რადგან მთხრობელის გულახდილობა მკითხველსა და წიგნის პერსონაჟს შორის ერთგვარ ნდობას აყალიბებს.
იმასთან ერთად, რომ წიგნი ერთმანეთზე უფრო მძიმე თემებს ეხება (ყველაფერი, რაც თინეიჯერის ცხოვრებაში შეიძლება ან არ შეიძლება ხდებოდეს), წიგნი მოზარდ მკითხველს ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს აწვდის: რაც არ უნდა გაწუხებდეს, ილაპარაკე ამაზე. ეცადე, იპოვო ნებისმიერი გზა და შენ შიგნით დაგროვილი ემოციები გარეთ გამოუშვა, როგორც ეს ჩარლიმ გააკეთა.
ხოლო თუ უფროსი ხარ, მოუსმინე მას, ვისაც გულისტკივილის განდობა უნდა და ჯერ ვერ გაუბედავს ეს.
2. ფუტკრების იდუმალი ცხოვრება — სიუ მონკ კიდი
ფოტო: დიოგენეს გამომცემლობა
ამ წიგნს ყველაზე ხშირად ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას და სელინჯერის ზემოთ უკვე ნახსენებ საკულტო ნაწარმოებს ადარებენ, რაც უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ლიტერატურის მოყვარულმა მისი დაგემოვნება გადაწყვიტოს.
ფუტკრების იდუმალი ცხოვრება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თემების ირგვლივ ტრიალებს: საკუთარი თავის მიმღებლობა, სამართლიანობის ძიება და თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუმცა ავტორი, სიუ მონკ კიდი ახერხებს წიგნში აღწერილ ისტორიას თავისი წერის სტილით განსაკუთრებული ხიბლი შემატოს და საოცრად სასიამოვნო საკითხავად აქციოს.
წიგნის მთავარი გმირი მთელი ისტორიის განმავლობაში რთულ, მძიმე და საოცრად მტკივნეულ გზას გადის, თუმცა ბოლოს თოთხმეტი წლის ლილი ოუენსთან ერთად მკითხველიც რწმუნდება, რომ ჩვენ გარშემო არსებულ გარემოსთან ერთად ჩვენი შინაგანი სამყაროც მრავალი უცნობი და ჯადოსნური ადგილითაა სავსე, სადაც შეგვიძლია საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინოთ.
3. ცემენტის ბაღი — იენ მაკიუენი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
როცა მოზარდებზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ "რთულ პერიოდს", "ცვალებად ხასიათს", "ემოციურ გადაწყვეტილებებსა" თუ "უჩვეულო ქცევებს", მაგრამ, ალბათ, ბოლომდე არასდროს გვესმის, თუ რა დგას რეალურად ამ ყველაფრის მიღმა — რამდენად რთული, მძიმე და უჩვეულო შეიძლება იყოს მათი ცხოვრება?
იენ მაკიუენი თავის რომანში შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოზარდების ტყავში ჩავძვრეთ და მათი თვალით შევხედოთ სამყაროს. ეს გამოცდილება მოსალოდნელზე უფრო შემზარავი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრისთვის: ოჯახი ხანდახან წარმოუდგენლად დამთრგუნველია, გარესამყარო კი ბუნდოვანი საფრთხეებით სავსე. სწორედ ამის გამო ბავშვები ხშირად იწყებენ "დიდობანას თამაშს", რათა არ დაეტყოთ, რომ შიშინებულები არიან და გაუცნობიერებლად ბრმა გადაწყვეტილებებს იღებენ.
4. ილაპარაკე — ლორი ჰოლც ენდერსონი
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ხშირად რთულად წარმოგვიდგენია, რომ მცირე ასაკშიც შეიძლება შეგვემთხვას ისეთი ტრაგიკული რამ, რაც შემდგომში მთელ ჩვენს ცხოვრებას წარუშლელ ლაქად გაჰყვება. ან ვფიქრობთ, რომ თუ მსგავსი რამ რომელიმე მოზარდს შეემთხვევა, თავისი ასაკის გამო მალევე შეძლებს მის დავიწყებას და რაღაც ნაკლებად სერიოზულზე მარტივად გადართვას.
სამწუხაროდ, ხშირად ასე სულაც არ ხდება. მეტიც, სწორედ თინეიჯერობის ასაკში თავს გადამხდარ ყოველ მოვლენას გამძაფრებულად აღიქვამს ადამიანი და მთელი ცხოვრება არ ავიწყდება ის. ლორი ჰოლც ენდერსონი თავის წიგნში ერთი ასეთი ისტორიის შესახებ გვიამბობს, რომლის გმირზე იმდენად იმოქმედა კონკრეტულმა შემთხვევამ, რომ საუბრის უნარიც კი დაკარგა.
ილაპარაკე შესანიშნავი წიგნია მოზარდებისთვის, რადგან ყველას უბიძგებს ძალა მოიკრიბონ და უფრო გაბედულები იყვნენ, რათა გულწრფელად შეძლონ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი. უფროს მკითხველებს კი აჩვენებს, რომ ხანდახან მოზარდებს თქმის გარეშეც შეიძლება სჭირდებოდეთ შველა.
5. მე და შენ — ნიკოლო ამანიტი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ნიკოლო ამანიტის თხელტანიან რომანში ყველაფერია თავმოყრილი, რაც თითქმის ყოველი თინეიჯერის ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია: გადარჩენისთვის ბრძოლა, მარტოსულობის განცდა, ბულინგის პრობლემები, გაუცნობიერებელი შფოთვები და ა.შ. მე და შენ 14 წლის მოზარდის, ლორენცო კუნის მიერ მოთხრობილი ისტორიაა, რომელშიც საუკეთესოდაა აღწერილი მოზარდის შიშები და ზოგადი დამოკიდებულებები გარე სამყაროს მიმართ.
ამ თანამედროვე იტალიელი მწერლის რომანმა მრავალ მკითხველთან ერთად ცნობილი რეჟისორი, ბერნარდო ბერტოლუჩიც აღაფრთოვანა და მისი მიხედვით 2012 წელს გახმაურებული ფილმიც გადაიღო, რომელიც ამ სახელოვანი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.
-
5 მარტივი ჩვევა, რომელიც თავს უფრო ჯანმრთელად გაგრძნობინებს 5 მარტივი ჩვევა, რომელიც თავს უფრო ჯანმრთელად გაგრძნობინებს
-
ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო? ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო?
-
საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ
-
20–21 დეკემბერს Spotlight ბრუნდება — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი 20–21 დეკემბერს Spotlight ბრუნდება — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი
-
რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა
გადახედვა
-
ქართველმა მსახიობებმა ლონდონის თეატრ The Cockpit-ში ნინი უგულავას პიესა Waiting for Godart წარმოადგინეს ქართველმა მსახიობებმა ლონდონის თეატრ The Cockpit-ში ნინი უგულავას პიესა Waiting for Godart წარმოადგინეს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება, ყველა ოჯახი მადლობელია, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება, ყველა ოჯახი მადლობელია, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?
გადახედვა
-
ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
გადახედვა
-
პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის
გადახედვა
-
PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეას 6 თვით შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეას 6 თვით შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ — "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი" სჯობს დაამატონ "მე ვარ იდიოტი" მიხეილ სააკაშვილი: როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ — "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი" სჯობს დაამატონ "მე ვარ იდიოტი"
გადახედვა
-
უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო
-
პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ", რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ", რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება
გადახედვა
-
TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს
გადახედვა
-
გასტროპროტექტი – თქვენი კუჭის მეგობარი და დამცველი გასტროპროტექტი – თქვენი კუჭის მეგობარი და დამცველი
-
EAGLE HILLS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის EAGLE HILLS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
გადახედვა
-
დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ
გადახედვა
-
აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში! აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში!
-
ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება
გადახედვა

კომენტარები