ანრი ოხანაშვილი თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო ჟურნალისტსა და ამორალურ ადამიანს უწოდებს
ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია პირველის წამყვანს, თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას მორალი და ზნეობა არ აქვს. დეპუტატი ტელეკომპანია პირველზე ევროპელი საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობის განსახილველად იყო მისული, თუმცა ამის ნაცვლად ტელეკომპანიის ეთერში ადრე გასული გადაცემის კრიტიკა დაიწყო.
"მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ იქ ჩივილს აზრი არ აქვს. რაზე მელაპარაკებით დიანა, მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია ადამიანს რომელ ჩივილზეა საუბარი... თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს", — ასე უპასუხა მან დიანა ტრაპაიძეს, რომელმაც ურჩია, რომ შეთანხმებულ თემაზე ესაუბრა, თამარ ჩიხლაძისთვის კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ეჩივლა ან მის გადაცემაშივე მისულიყო.
გარდა ამისა, დეპუტატი ასწავლიდა წამყვანს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ობიექტური ჟურნალისტი და ტრაპაიძესაც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კოლეგის საქციელზე "მორალურ პასუხისმგებლობას" არ გრძნობდა. მისი თქმით, ელოდებოდა რომ TV პირველზე ბოდიშს მოუხდიდნენ და ამის ნაცვლად კამათი მიიღო.
"დისკომფორტს არ გიქმნით? არ გეუხერხულებათ რომ თავის მართლების რეჟიმში ხართ?" — ჰკითხა ოხანაშვილმა ტრაპაიძეს და დაამატა "მორალი და ზნეობა ყველას უნდა გაგვაჩნდეს".
ოხანაშვილის კრიტიკა მოყვა ჩიხლაძის ადრინდელ გადაცემას, რომელშიც სტუმრად მიწვეული იყო პირი, რომელსაც დეპუტატი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდა. ამავე გადაცემაში ოხანაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა არ მივიდა, რადგან ეს შეურაცხმყოფელად მიიჩნია. დღევანდელ ეთერში მან ტელეკომპანია პირველს შესთავაზა გეგმა, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ მისი საქმე "ობიექტურად".
"ისეთი რამ იკადრა [თამარ ჩიხლაძემ], ჟურნალისტიკის ისტორიაში მგონი ასეთი რამ არ მომხდარა... ის პირი ან მე კი არ უნდა მიგეწვიეთ, მადლობა ხომ არ გინდათ გადაგიხადოთ შეურაცხმყოფელი დაპატიჟებისთვის, ამას ელოდებით ჩემგან? ობიექტურად უნდა მოქცეულიყავით, ჩასულიყავით, გეკითხათ გარეშე პირებისთვის, ჟურნალისტური მოკვლევა ჩაგეტარებინათ და ეს გაგეშუქებინათ", — განუცხადა მან ტრაპაიძეს.
ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
რობაქიძე ამავე დღეს დააკავეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვახტანგ რობაქიძემ პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიციამ მუცლის არეში დაარტყა ხელი მაშინ, როცა მას ალკოჰოლურ თრობაზე ამოწმებდნენ.პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
19 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით რობაქიძეს 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რასაც ადვოკატი შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე სხვა შემთხვევებში გირაოს რაოდენობა 2 ათას ლარს არ აღემატება.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები