10 საფეხური, რომელიც გარემოსთან გაშორებს — გიგა აბულაძის ისტორია
გიგა აბულაძე 30 წლისაა. პროფესიით სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია. დასაქმებულია და ფინანსურად უზრუნველყოფს ოჯახს — დედას და მცირეწლოვან ძმას: საერთაშორისო IT- აკადემია სტეპის ქართულ ფილიალში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა დეპარტამენტში ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია უკავია, თუმცა გიგასთვის ეს შედეგი ბევრად უფრო რთულად მისაღწევი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საშუალო-სტატისტიკური მოქალაქისათვის იქნებოდა. ძალიან პატარა იყო, როდესაც გააცნობიერა, რომ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ორმაგად მოუწევდა შრომა — ის, უმცროს ძმასთან ერთად, ეტლით მოსარგებლეა.
არსებულ პირობებთან შეურიგებლობა, სხვა შშმ პირების მხარდაჭერა, მოტივაცია წარმატების მისაღწევად და დაუღალავი შრომა გიგას ცხოვრების თანმდევი პროცესებია.
გარემო უამრავი წინაღობითაა სავსე. დღემდე მისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს არ აქვს პანდუსი, რომლის მეშვეობითაც, ორი ადამიანის დახმარება აღარ დასჭირდება სახლში შესასვლელად.
რთული სათქმელია, საზოგადოების გულგრილობის გამო რჩება შშმ პირებისთვის გარემო ასეთი არაადაპტირებული, თუ პირიქით, საზოგადოება იმიტომაა გულგრილი, რომ არც ისე ხშირად ვხედავთ ქუჩაში შშმ ადამიანებს.
2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა გაეროს 2006 წლის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" რატიფიცირება მოახდინა და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, თანმიმდევრული, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა კონვენციით გათვალისწინებული უფლებების აღიარებისა და ამ უფლებებით სარგებლობისათვის, თუმცა, არსებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოსაწესრიგებლად ინიციატივას 2020 წლამდე არავინ მიბრუნებია. ახლახან ინიცირებული კანონის აღსრულებისთვის კი დაანონსებულია 15-წლიანი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და განახორციელონ საჭირო ღონისძიებები. ამასობაში კი წლები გადის და ჩვენს თანამოქალაქეებს ისევ იმავე პრობლემებთან უწევთ შეჭიდება: ისევ სტიგმა და არასრულფასოვანი დამოკიდებულებები, ისევ არასაკმარისი პანდუსები, თითქოს ადაპტირებული საზ-ტრანსპორტი, თუმცა არაადაპტირებული გაჩერებები და ტროტუარები.
იმ პირობებში, როცა შშმ პირებისათვის განათლების სისტემაში ჩართვაც ძალიან რთულია და სკოლები ეტლიანი ბავშვების მისაღებად მზად არ არიან, არასრულწლოვანი განსხვავებული საჭიროებების მქონე პირების უმეტესი ნაწილი ისევ შინ სწავლების პროგრამით სარგებლობს. ქვეყანაში არ არსებობს საჭირო სერვისები, როგორიც არის პერსონალური ასისტირების სერვისი, ტრანსპორტირების სერვისი და სხვა.
სახელმწიფო სერვისების არარსებობის გამო შშმ პირებზე ზრუნვის ტვირთი უმეტესად მშობლებზე გადადის. გიგას თქმით, "სწორედ მშობლები არიან გამბედაობისა და ინსპირაციის პირველი წყარო, მშობლები უბიძგებენ შვილებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ვირტუალური მეგობრების ნაცვლად, რეალური მეგობრები შეიძინონ და ადვილად არ ჩაიქნიონ ხელი საკუთარ მიზნებზე".
გიგას დედა, ქეთევან ჯინჭარაძე საქართველოში შშმ პირების მშობლებს შორის ერთ-ერთ პირველი იყო, ვინც გადაწყვიტა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში გაბატონებულ სტიგმას შებრძოლებოდა — შვილები სახლში არ ჩაეკეტა, ქუჩის გამვლელების უტაქტო კომენტარები უპასუხოდ დაეტოვებინა და შშმ თემის განვითარებაში აქტიური წვლილი შეეტანა. მან ბავშვობიდან შთააგონა შვილებს შრომისუნარიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. არაადაპტირებული გარემოს გამო გიგა და უმცროსი ძმა სკოლაში ვერ დადიოდნენ. მათ განათლება სახლში მიიღეს.
გიგას ინფორმაციული ტექნოლოგიების და ციფრული ხელოვნებისადმი სიყვარულმა პირველი შედეგი 16 წლის ასაკში გამოიღო, როდესაც პირველად მოსინჯა თავისი თავი საქმეში. ოფიციალურად 25 წლიდან მუშაობს.
"ოფიციალურად დასაქმებამ, პირველ რიგში, სტაბილურობის განცდა შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, მოვახერხე პირველი ფიზიკური ასისტენტის დაქირავება, მალევე შევიძინე ავტომობილი და მეგობრების დახმარებით პირველი მძღოლიც დავიქირავე, რომელიც კვირაში მხოლოდ ერთი დღით მჭირდებოდა, გავიდა წლები და დღეისთვის უკვე სახლიდან გარეთ გასასვლელად ადამიანების შეწუხება ყოველდღიურად მიხდება იმ 10 საფეხურის გადასალახად რომელიც სადარბაზოში მელოდება. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მე ჩემს გასაკეთებელ საქმეს ყოველთვის 101%-ით ვაკეთებ, დღე-ღამეში 12 საათზე მეტს ვმუშაობ და უკვე მერამდენე წელია ვინახავ ოჯახს, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ამ რუტინას უკვე მივეჩვიე კიდეც, მხოლოდ ჩემს ძმაზე ვდარდობ, რომელიც იდენტური დაავადების მატარებელია. საშინლად არ მინდა, რომ მანაც იგივე გზა გაიაროს: მან აუცილებლად უნდა იაროს სკოლაში, მიიღოს უმაღლესი განათლება, ჰყავდეს მეგობრები და იყოს ჰარმონიაში გარემოსთან", — ამბობს გიგა.
მიზანი — ადაპტირებული სახლი
გიგას ოცნება ადაპტირებული სახლის აშენება და შრომისუნარიან შშმ პირთა შეკრების ადგილის მოწყობაა, თუმცა ამ კუთხით ჯერაც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
"მსურს, ჩემი ოჯახის მიწის ნაკვეთი ჩემი ოცნების სახლს დავუთმო: ნაგებობის პირველ სართულზე საცხოვრებელი განთავსდება, მეორე სართულს კი იმ შშმ პირების შეკრების ადგილად გამოვიყენებ, ვისაც ჩემსავით რეალიზების უნარი აქვს, თუმცა ვერ ბედავს, საზოგადოებას საკუთარი ხმა მიაწვდინოს. მინდა, ყოველკვირეული შეკრებების ფორმატში, მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო და იმ ყოველდღიური ბრძოლების შესახებ ვაუმბო, რაც ოჯახის წევრებთან ერთად მიწევდა და დღემდე მიწევს. გარდა ამისა, სახლს ექნება საკონფერენციო დარბაზი, სადაც შშმ პირები საჭირო ინფორმაციას მიიღებენ მკურნალობის, საკუთარი უფლებების თუ ადაპტირებული გარემოს შექმნის თვალსაზრისით".
გიგას ოჯახის დანაზოგი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცის მშენებლობას ხმარდება, შშმ პირთა ჰაბის სივრცის — მეორე სართულის მშენებლობა კი ჯერჯერობით ოცნებად რჩება.
გიგას მხარზე ტატუ აქვს "მე მსოფლიოს წინააღმდეგ", რადგან მისი ცხოვრება მართლაც ჰგავს მუდმივ ბრძოლას ხელისშემშლელ გარემოებებთან, მცდარ განწყობებთან, ქალაქთან, რომელიც მასზე არაა გათვლილი... თუმცა, აუცილებელი არაა, რომ შშმ პირების ცხოვრება მუდმივად დინების წინააღმდეგ ცურვა იყოს. საჭირო პირობების არსებობის შემთხვევაში მათ გარემოსთან დაპირისპირება აღარ მოუწევთ და ის, რაც სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას ჰგავს, შეიძლება სამყაროსთან ჰარმონიულ თანაარსებობად გადაიქცეს.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები